კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა. დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
კვარაცხელიას საქმე სხვადასხვა რაკურსით
იმეორებენ და იმეორებენ იტალიურ მედიაში ერთსა და იმავეს, თან ყოველდღე ისეთი ტონით, სათაურითა და შეფუთვით გეგონება რაიმე ახალი გახდა ცნობილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თემა, რომელსაც აპენინებზე ასე დაჟინებით ატრიალებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს ეხება, უფრო სწორედ იმას, გააგრძელებს თუ არა ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან’’ თანამშრომლობას. ნეაპოლური პორტალების დღევანდელი...
ნერეში კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდა
„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია. ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო. „ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეტწილად ბურთს დავდევდი. ჩემი კერპები იყვნენ რონალდინიო, მესი და...
ჰაშეკი: ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს
დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: – ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ. – იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური შეხვედრა ცუდად არ დავიწყეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნება მივეცით გავმტყდარიტავით და მეტოქისთვის მომაკვდინებელი კონტრშეტევების...
ოღონდ სეზონის ბოლოს
როდესაც დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა, თუ წავა, გადავიტანთო. კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით კონკრეტული პასუხია. ქართველს კლუბთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2027 წლის ბოლოს გასდის. ერთი ხანია მის გასაახლებლად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელს სურს. მას უნდა, რომ გაეზარდოს ხელფასი, რომელიც სეზონში 1.5 მილიონ ევროსაც კი არ...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა....
კონტეს ნათქვამი „მაღლა” არ მოეწონათ
„ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრის შემდეგ (1:1), ნეაპოლელთა განრისხებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად ილაპარაკა. ის უკმაყოფილო იყო პენალტით, რომელიც მისი გუნდის კარში დანიშნეს ― ზამბო ანგისამ დენზელ დუმფრიზი წააქცია. დარტყმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი. კონტეს მრისხანება არც იტალიელ მსაჯთა ხელმძღვანელ ჯანლუკა როკის ესიამოვნა და არც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა ორივეს თავისი...
ლუკაკუს პასებს აღარ აძლევენ
რამდენჯერ შეეხო რომელუ ლუკაკუ ბურთს „ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრაში? calcionapoli24-ის ინფორმაციით ოცდაერთჯერ. აქედან ათჯერ თანაგუნდელს პასი გადააწოდა, კარში კი ერთხელაც არ დაურტყამს. შემდეგი კითხვა ასეთია: ამ 21 შეხებიდან რამდენი იყო საჯარიმო მოედანში? ერთი! პორტალის თქმით ბელგიელ თავდამსხმელზე იმის თქმა, რომ კრიზისშია ან რაიმე გადაულახავი პრობლემის წინაშე დგას არ შეიძლება, მაგრამ მდგომარეობა რომ გაუარესდა, თვალნათელია. სტატისტიკა...
რუსოტო: კვარამ კონტეს ალღო ბოლომდე ვერ აუღო
36 წლის შემტევი ნახევარმცველი ანდრეა რუსოტო 2008-09 წლებში იჯარით „ნაპოლიში’’ თამაშობდა. ის სერია D-ში დღესაც ბურთაობს. რუსოტომ Calcio Time-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა. „ვფიქრობ, კვარამ „ნაპოლიში’’ ჩამოსვლისთანავე სასწაული სეზონი ჩაატარა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამიტომ არ მინდა თქმა, რომ იმას, რაც მაშინ გააკეთა ვეღარასდროს გაიმეორებს, მაგრამ ძალიან ძნელი რომ იქნება, ფაქტია....
ინტერის 51 ნაპოლის წინააღმდეგ
„გაძეტა დელო სპორტის’’ ონლაინ ვერსიის კოორდინატორმა პასკუალე სალვიონემ 1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club-ის ეთერში „ნაპოლისთან’’ დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაარჩია. მან ყურადღება შეაჩერა „ინტერთან’’ მომავალ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის ჯერაც გაურკვეველ საკონტრაქტო საკითხებზე. „დღევანდელ შეზვედრაში „ინტერი’’ ფავორიტია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, ― თქვა სალვიონემ, ― მოტივაციის თვალსაზრისით...









