დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა:
– ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ.
– იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური შეხვედრა ცუდად არ დავიწყეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნება მივეცით გავმტყდარიტავით და მეტოქისთვის მომაკვდინებელი კონტრშეტევების შესაძლებლობა მიგვეცა. ქართველ ფეხბურთელებს შეტევაში ძალიან მაღალი კლასი აქვთ. ამიტომ, ამჯერად გამარჯვების საბაზისო ელებმენტი მათი კონტრშეტევების ყურადღებით გაკონტროლება იქნება.
– განსაკუთრებით ალბათ ხვიჩა კვარაცხელიას გაკონტროლება.
– ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს. ის მართლა დიდი ფეხბურთელია. ახლა არ გავცემ ჩვენს ტაქტიკას, თუ როგორ ვაპირებთ მის წინააღმდეგ თამაშს, მაგრამ ჩვენს მცველებს მისი თამაშის ვიდეომონტაჟი ვაჩვენეთ. ჩვენ მას უნდა ვუყუროთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. მისი განეიტრალება წარმატების საწინდარი იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
