არის იტალიაში 50 წლის ვეტერანი ვიტორიო ტოსტო, რომელიც მცველი იყო, თამაშობდა ათზე მეტ სხვადასხვა კლუბში, მათ შორის „ფიორენტინაში’’, „ნაპოლიში’’, „ჯენოასა’’ და „ემპოლიში’’. დღეს ის ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. მისი მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლასთან დაკავშირებით იმიტომ ვთარგმნეთ, რომ ნეაპოლელთა არცთუ მცირე ნაწილში შექმნილი განწყობები ვიცოდეთ. ამ ხალხს ჰგონია, რომ კვარაცხელია დაბალ ხელფასადაც...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ოქროს წყვილი კვლავ შეერთდება?
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში’’ გადაიკვეთონ. ქართველი „პარკ დე პრენსზე’’ იანვარში გადავა, ნიგერიელი კი დიდი შანსია მას ზაფხულში შეუერთდეს. ეს ვარაუდი იტალიურმა „ლა რეპუბლიკამ’’ დღეს გამოთქვა. გაზეთში წერია: „კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა უახლოეს თვეებში პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. ლაჟვარდოვან სანაპიროზე პსჟ-სა და „ნაპოლის’’ წარმომადგენელთა შეხვედრისას საუბარი მიმდინარე სეზონის ბოლოს ოსიმენის საფრანგეთში...
თეო ერნანდესი ანჩელოტისა და ზიდანთან არ იმუშავებს
ვინ იქნება „რეალის’’ მომავალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, რაც იმ ფეხბურთელებში, რომელთა შეძენაც „თეთრებს’’ უნდათ, დაბნეულობას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია თეო ერნანდესი, რომელიც „რეალში’’ 2017-18 წლებში თამაშობდა. დღეს „მილანისა’’ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს მადრიდელები დაცვის მარცხენა ფრთის გასამაგრებლად უხმობენ. ამ პოზიციაზე ფერლან მენდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო ფრან გარსია დიდი ალბათობით გუნდიდან...
პარიზელებს არ ეჩქარებათ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლა იტალიაში ემოციური გარჩევის თემაა. მის მიმართ არც ფრანგული პრესაა გულგრილი. „ეკიპი’’ წერს: „კლუბები შეთანხმების იმედით ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ქართველი შეიძლება ამ კვირაშიც კი ჩავიდეს პარიზში. დღეს პროცესის ყველა მონაწილე ამბობს, რომ კვარაცხელიას საქმე უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნან პროგრესს განიცდის, თუმცა შორს არავინ მიდის და არავინ აცხადებს,...
მეხი მოწმენდილ ცაზე
„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში მარცხენა გარემარბმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შემდეგი სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო...
კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ
გადავა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში’’ თუ „ნაპოლიში’’ დარჩება? დღეს ეს კითხვა ნეაპოლელ გულშემატკივარს განსაკუთრებით აწუხებს. „აძურის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთაგან ზოგი ცნობის თანახმად 80, ხოლო ზოგი ცნობის თანახმად 90 მილიონ ევროს ითხოვს, ვეტერანი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო კი Viva el Futbol-ის ეთერიდან თავის შეხედულებას გვაცნობს. „კვარა სეზონის პირველი დღეებიდან წარმოუდგენლად მიცრუებს იმედს. მე მის...
ჰაიდენჰაიმი ბუდუს შესახებ
„ჰაიდენჰაიმის პასუხისმგებელ პირებს ძალიან უნდოდათ ჩემი გადაბირება. ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ბუნდესლიგაში გადავბარგდი. ახლა მინდა FCH-ს იქ დატოვების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას.’’ – თქვა ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ქართველი ფორვარდის ინტერვიუ და მის „ჰაიდენჰაიმში’’ გადასვლასთან დაკავშირებული ვიდეოსიუჟეტი კლუბის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა. მას ქვემოთ გთავაზობთ. „ჰაიდენჰაიმის’’ საიტი გულშემატკივარს...
სალაჰი ლივერპულიდან მიდის
„ლივერპულის’’ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, 32 წლის მოჰამედ სალაჰმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება. მერსისაიდელებთან მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩება და მას ოფიციალურად აქვს უფლება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან დაიწყოს წინასწარი მოლაპარაკებები. აქამდე სალაჰი ბუნდოვნად ამბობდა. ის იმეორებდა, რომ შეიძლება წავიდეს „ლივერპულიდან’’ ახლა კი დააზუსტა, რომ „ენფილდზე’’ აღარ დარჩება....
კვარას სკამზე დასვამსო?
ხვალ, საქართველოს დროით 21 საათზე, „ნაპოლი’’, რომელიც 41 ქულით „ატალანტასთან’’ ერთად სერია A-ს ცხრილს ლიდერობს, მეხუთე ადგილზე მყოფ 32 ქულიან „ფიორენტინას’’ ეთამაშება. შეხვედრა ფლორენციაში გაიმართება. ბოლო წლებში „იები’’ ნეაპოლელებს პრობლემებს უქმნიან. იმ სეზონშიც კი, როდესაც „აძურიმ’’ ბრწყინვალედ მოიპოვა სკუდეტო, ერთი თამაში ნეაპოლელებმა მოიგეს, მეორე კი ფრედ დასრულდა. აგვისტოში იყო 0:0, ხოლო მაისში „ნაპოლიმ’’ ვიქტორ ოსიმენის...
ძოფი: ადამიანი ასე აღარ უნდა დაამცირონ
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა მეკარემ, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსის’’ ოდინდელმა მოთამაშემ დინო ძოფმა ჟირნალისტ ლუკა ჩერკიონესთან ინტერვიუში (1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club) ბევრ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: „სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა. ამ წუთისთვის სამი ლიდერი გამოიკვეთა, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. დასკვნების გაკეთება ადრეა. ერთი შეხედვით, თეორიულად, „ინტერი’’ დანარჩენებს...









