ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმე მოგვარებული ტყუილად გგონიათო, თქვა Rai Sport-ის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ, რომლის ვიწრო სპეციალობაც ფეხბურთელთა ბაზარია. გადაცემა „კამპანია სპორტის’’ სტუმრობისას მან თქვა:
„იმისათვის, რომ კვარამ ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. პრობლემა მხოლოდ გამოსასყიდი თანხა არ არის. მოლაპარაკებები გაცილებით ჩახლართული და დელიკატურია.
გამოსასყიდ თანხად 80 მილიონს არ დათქვამენ, სხვა რიცხვს შეარჩევენ, რომელიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მდიდარი კლუბი აპირებს ფეხბურთელის ყიდვას. ასე მაგალითად, კვარაცხელიას ყიდვა შეიძლება „რეალსაც’’ მოუნდეს და კიევის „დინამოსაც’’, მაგრამ ამ ორი კლუბის ბიუჯეტი და ეკონომიკური სიმძლავრე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე იყო ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაშიც. ჩვენ შეგვიძლია ცხრილიც კი შევადგინოთ. არიან კლუბები, რომელთათვისაც 80 მილიონი ევრო ნორმალური თანხაა, მაგრამ „იუნაიტედის’’, „სიტის’’ და „რეალის’’ შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი უნდა იყოს.
სიახლე ის არის, რომ ბოლო თვეებისგან და ევროპის ჩემპიონატის დროინდელი შეხვედრისგან განსხვავებით ყინული გალღვა და მხარეებმა ურთიერთობა განაახლეს. ჩვენ წინ გველის ხელშეკრულების ტანჯვით გაგრძელება, რადგან მთელ რიგ საკითხებს ნათელი უნდა მოეფინოს. კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი იმიტომ იდება, რომ ერთმანეთს კეთილად დავშორდეთ და ყველასთვის კარგი მომავლის გარანტია მივიღოთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
