ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია, რომელიც ერთი წლის წინ „ნაპოლის’’ ედგა სათავეში, ბოლო დღეეებში გასულ ამბებს იხსენებს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარსიამ წყრომით გაიხსენა, თუ როგორ უტეხა პირი კლუბმა და არ უყიდა ის ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც დაპირდა. მან აგრეთვე თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეცვლებს უკადრისობდნენ, თუმცა გარსიამ საკმაოდ უხეშად მოიხსენია „პარტენოპეელთა’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და მისი შემცვლელი ვალტერ მაცარიც. მან თქვა:
„მაცარი უკლასოა პიროვნებაა. მან ერთხელაც კი არ გადამიხადა მადლობა იმ ქულებისთვის, რომლებიც დავუტოვე და გამარჯვებისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად უნდა ჰყოფნოდა…
…რასაკვირველია ვიცოდი, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ გუნდის ჩაბარება სარისკო იყო. ზოგადად ხელს არ ვკიდებ ისეთ სამუშაოს, სადაც ვიცი, რომ ჩემამდე მიღწეულის გაუმჯობესება ძნელია, მაგრამ ეს იყო „ნაპოლი’’ და სერია A. ფეხბურთელებსაც ქვეცნობიერად ეგონათ, რომ წინა სეზონში მიღწეულის გამეორებას შეძლებდნენ, მაგრამ ასე არ ხდება…
…ყველაზე სწორი ის იქნებოდა, აურელიო დე ლაურენტისს თანამდებობაზე რომ დავეტოვებინე. შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზეც გავსულიყავით, უჩემოდ კი სეზონი მეათე ადგილზე დაამთავრეს. გავიგე დე ლაურენტისს უთქვამს, რომ მე პრეზენტაციიდანვე უნდა გავეგდე. ეს ალბათ იმიტომ თქვა, რომ მიხვდა თავის სისულელეს და ამ გზით შეცდომების დაფარვა სცადა. არადა,თავიდან მეგონა, რომ ჯენტლმენთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ხელში შემრჩა კაცი, რომელიც ისეთ რაღაცებში ეჩხირება, რაც მისი საქმე არ არის. მე იმიტომ დავისაჯე, რომ დე ლაურენტისს თავისი ადგილისკენ მივუთითე…’’
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
