„ლესტერის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის ამ ბოლო დროს გოლების გატანაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება. ინგლისის ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ბოლოს სამშაბათს, იტალიის ნაკრებს გაუტანა, იანვარში ნაჩვევი ბუცების გამოცვლა მოუხდა. 31 წლის ვარდის „ნაიკთან” მოუვიდა უთანხმოება. როგორც „დეილი მეილი” წერს, სპორტული აღჭურვილობის ამერიკულ გიგანტს ფეხბურთელისთვის ბუცის მოდელის შეცვლა უნდოდა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რომ ვერ შეთანხმდნენ,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ვის არ უყვარს თავისი გუნდი?
უცნაურია: „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან” შეხვედრის ბილეთების გაყიდვა უჭირს. აგერ უკვე ორი დღე გავიდა, რაც „ეტიჰედზე” „სალარო გაიღო”, მაგრამ თავისუფალი ადგილები ჯერ ისევ არის. შედარებისთვის: „სანტიაგო ბერნაბეუზე” „იუვენტუსთან” შეხვედრის ბილეთები 8 წუთში გაიყიდა. წუთებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ხელცარიელი გულშემატკივარი ევროპის სხვა მეოთხედფინალისტ ქალაქებშიც გადამყიდველების იმედადღაა. მიუხედავად იმისა, რომ „სიტი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, „ეტიჰედი”...
ბავარიული ცარცის წრე
საიდუმლო არ არის, რომ ჟოზე მოურინიუ არტურო ვიდალის დიდი თაყვანისმცემელია. პორტუგალიელი „ბაიერნის” ვარსკვლავს მუდამ ეპატიჟებოდა „მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ჩილეს გაზეთი „ლა კუარტა” წერს, რომ „განსაკუთრებული” ვიდალის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს იხდის. ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელიც ფეხბურთელის ხელფასად წელიწადში 14,4 მილიონ ევროს გულისხმობს. 30 წლის ჩილელს „ბაიერნთან” 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება. „მანჩესტერ...
ყვავი მოკვდა
ინგლისში დიდი ვნებათაღელვაა.22 წლის ასაკში მუნინი გარდაიცვალა – ყვავი რომელსაც, თვით ყველაზე ურწმუნო ინგლისელიც კი რუდუნებით მოუვლიდა. კონსერვატულ ინგლისს სწამს ლეგენდების, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი თუ ყვავები დატოვებენ ტაუერს, სამეფო დაეცემა. მუნინი კი ტაუერს შერჩენილი ბოლო ყვავი იყო და იგი ტაუერისვე სამხრეთით მდებარე მიწაყრილზე – ყვავების სასაფლაოზე დაიკრძალა… დახვეწილ ბრიტანულ იუმორს ხომ ბადალი ძნელად მოეპოვება...
ძველი ანგარიში
2015 წლის მიწურულს კახა ცხადაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში ამხანაგური 0:3 წააგო. ის დღე იყო, როცა მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენი ნაკრები კი დაუძლურებული ჩანდა. მას შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა. ჩვენ ერთა ლიგის ბოლო ჯგუფში ვართ, ესტონელები კი ჩვენზე წინ, ბოლოსწინა ჯგუფში მოხვდნენ რეიტინგის მიხედვით. ესტონელთა მეზობელ ლიტვას სამი დღის წინ შავი დღე ვაყარეთ (4:0) და ეს...
რუსეთს დიპლომატიურად შეუტიეს
ისლანდიის ხელისუფლებამ სამთავრობო საიტზე ოფიციალური გადაწყვეტილება განათავსა-ისლანდიის მთავრობის არცერთი წევრი არ გაემგზავრება რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ისლანდიელთა ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პროტესტი უდევს, რომელიც განაპირობა სოლისბერიში მომხდარმა მოწამვლამ, სადაც რუსული კვალი ჩანს. „სოლისბერიში რუსთა შეტევას ისლანდიის ყველა პარტნიორმა მკაცრი ნაბიჯებით უპასუხა,ბევრმა დიპლომატიური ურთიერთობაც შეაჩერა რუსებთან. ჩვენ ვუერთდებით მათ. ჩვენი მთავრობის არცერთი წევრი არ გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე”...
ხუთეული — პერესის ახალი გეგმა
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა. ამისთვის მას ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პერესის მიზანი ნათელია: ლა ლიგაში „ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობა. ცხადია, ახალმა გუნდმა ევროსარბიელზეც წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს. პირველი, იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა შეძენაც „თეთრების” პრეზიდენტს სურს, მეკარე დავიდ დე ხეაა. დე ხეა ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. პერესს გუნდის ახლანდელი გოლკიპერი...
რონალდინიო თითქმის „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყო
ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა რონალდინიომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. ეს ამბავი 2003 წელს მოხდა, როდესაც მანჩესტერელებმა ის კინაღამ დევიდ ბექემში გაცვალეს. მაშინ, რონალდინიო „პარი სენ ჟერმენში” თამაშობდა, ხოლო დევიდ ბექემის ყიდვაზე „ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი სანდრო როსელი ოცნებობდა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა — ბექემი „რეალში” გადავიდა, როსელი კი ბრაზილიელის ყიდვაზე...
„ბაიერნის” გულშემატკივართა სასურველი შვიდეული
თომას ტუხელის უარმა „ბაიერნის” მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესი შეეცვალა, გერმანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. „შპორტ ბილდმა” ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 51 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „ბაიერნის” ქომაგების 25 პროცენტს მწვრთნელად იურგენ კლოპი სურს, მაგრამ კლოპის „ლივერპულიდან” წამოსვლა საეჭვოა. ის ინგლისურ კლუბში წარმატებით მუშაობს და 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი. 19 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა ნიკო კოვაჩი....
თავში წიხლი არგენტინულად
არგენტინის მეორე ლიგაში, რომელსაც „პრიმერა B ნასიონალი” ეწოდება, „ლოს ანდესის” და „ბრაუნის” შეხვედრა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, პოლიციამ ტრიბუნაზე ჩხუბისთვის ასამდე გულშემატკივარი დააკავა. თამაში სულ 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მსაჯს მისი შეჩერება მოუხდა. მზეზი: ორ ბანაკად დაყოფილმა მაყურებელმა ერთმანეთში მასობრივი ჩხუბი წამოიწყო. მეტოქე გუნდების „ბრავასებმა” (ასე ეძახიან არგენტინელები „ულტრასებს”) ერთმანეთს ბოთლები და სადღაც ნაშოვნი...









