ისლანდიის ხელისუფლებამ სამთავრობო საიტზე ოფიციალური გადაწყვეტილება განათავსა-ისლანდიის მთავრობის არცერთი წევრი არ გაემგზავრება რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ისლანდიელთა ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პროტესტი უდევს, რომელიც განაპირობა სოლისბერიში მომხდარმა მოწამვლამ, სადაც რუსული კვალი ჩანს.
„სოლისბერიში რუსთა შეტევას ისლანდიის ყველა პარტნიორმა მკაცრი ნაბიჯებით უპასუხა,ბევრმა დიპლომატიური ურთიერთობაც შეაჩერა რუსებთან.
ჩვენ ვუერთდებით მათ. ჩვენი მთავრობის არცერთი წევრი არ გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე” – ნათქვამია ისლანდიელთა განცხადებაში, რომლის მსგავსიც სხვა ბევრმა ქვეყანამაც გააკეთა.
მოკლედ, დიდი საერთაშორისო სკანდალია აგორებული. გუშინ რუსეთთან დიპლომატიური მისიის შეჩერება რიგი ევროპული ქვეყნების მსგავსად აშშ-მ, კანადამ და ავტრალიამაც მიიღეს, ჩვენ კი დავძენთ – ასე მკაცრად რომ დადგომოდა ევროპა – ამერიკა 2008 წლის რუსულ ძალადობას და ანექსიას, ეგებ მცოცავ ოკუპაციას მაინც გადავრჩენილიყავით.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
