ამბობენ, რომ „ლივერპულის” ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა „რეალს” ორი პირობა წაუყენა. თუ ამ პირობებს დამიკმაყოფილებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვალო. ის რომ სალაჰი პრემიერლიგაში ზღაპრულ სეზონს ატარებს, ფაქტია და არც ის არის საიდუმლო, რომ ევროპის დიდი კლუბები მის ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. კვირას, „სელჰარსტ პარკზე” 25 წლის გარემარბმა „კრისტალ პალასს” გამარჯვების გოლი შეუგდო (2:1) და მიმდინარე სეზონში გატანილი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
დანი ალვეშის ოცდამეთექვსმეტე დანი
დანი ალვეში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა — 35 წლის ბრაზილიელმა 36-ე ტროფი მოიპოვა. ეს ჯილდო გახლავთ საფრანგეთის ლიგის თასი, რომლის ფინალში პსჟ-მ „მონაკო” 3:0 დაამრაცხა. ალვეშამდე ყველაზე ტიტულიანი მისი თანამემამულე მაქსველი იყო. ალვეში მას 2017 წლის აგვისტოში დაეწია, როდესაც პარიზელებთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა. რეკორდსმენმა მცველმა კარიერა 2001 წელს „ბაიაში” დაიწყო და...
ჩამოვთვალოთ კონტეს შემცვლელები
28 წელიწადი არ წაეგო „ჩელსის” „ტოტენჰემთან” „სტემფორდ ბრიჯზე”, კვირას კი 1:3 დამარცხდა და „ლურჯების” მწვრთნელის ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლას კიდევ ერთი ძახლის ნიშანი დაუსვა — აბა, სად გაგონილა ჩემპიონი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ ხვდებოდეს. იმას, რომ გუნდს ჯერ კიდევ აქვს ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების შანსი (ნახევარფინალშია), ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამრიგად, ზაფხულში...
ალკანტარა და „ბაიერნი“
„ტიაგო ან არავინ!” — ასეთი გახლდათ პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი, როდესაც ის „ბაიერნში” იწყებდა მუშაობას. მან თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას” ნახევარმცველი მოითხოვა. ბავარიელმა ბოსებმა მისი სურვილი შეასრულეს და ხუთი წლის წინ ტიაგო ალკანტარა 25 მილიონ ევროდ ბუნდესლიგაში გადავიდა. ახლა კი „დონ ბალონი” წერს, რომ ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელი შეიძლება „ბაიერნიდან” წავიდეს. მისი შეძენით რამდენიმე ძლიერი...
სამირ ნასრი იდიოტია
„გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სამირ ნასრის? იმიტომ, რომ ის იდიოტია. აი, ასე მკაფიოდ და მარტივად შემიძლია გამოვხატო მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე მას არასდროს ვცემ პატივს” — თქვა „სანდი ტელეგრაფთან” ინტერვიუში 26 წლის განელმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა რომელიც ამჟამად კვიპროსის „ერმის არადიპოუში” თამაშობს, ადრე კი „არსენალში” გამოდიოდა და ნასრის სწორედ იქიდან იცნობს. ფრიმპონგმა...
გრიზmoney და აგენტი პოგბა
ინფორმაცია, რომელიც „სანში” ამოვიკითხეთ, ვფიქრობთ ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთათვის: ანტუან გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება უარყო, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ „ბარსელონაში” გადადის. ინგლისური გაზეთი წერს, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელს 88 მილიონ გირვანქად ყიდულობს. დღევანდელი კურსით ეს 100 მილიონი ევროა. „სანის” ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიუს ამ...
მესის კრიტიკა არ შეიძლება
„დიარიო ოლე” ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის მიერ არგენტინის 6:1 რბევას უბრუნდება. არგნტინულმა გაზეთმა ცადა გაერკვია, რა უთხრა ლეო მესიმ თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ გასახდელში. მთელი მსოფლიო მოიარეს კადრებმა, თუ როგორ ადგა მესი ლოჟიდან თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე და როგორ დტოვა ტრიბუნა. „ალბისელესტეს” ლიდერი ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში კუნთის მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა — მწვრთნელებმა თავი...
ანტიგვარდიოლა
ამ ბოლო დროს, ევროპულ მას-მედიაში პეპ გვარდიოლას პიროვნული კრიტიკა მოხშირდა. ჯერ იყო და პიკემ მოიგონა თუ როგორ გაურთულდა მწვრთნელთან ურთიერთობა 2012 წელს, ლამის „ბარსელონადანაც” კი წავიდა; შემდეგ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ამჟამად „მანჩესტერ სიტის” თავკაცს სულ ლაჩარი და ძაღლი უწოდა. და აი, მესამე შეტევა: „ბაიერნის” ექიმი, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ტელეკომპანია ZDF-ის თოქ-შოუში, რომელიც მარკუს ლანცს მიჰყავს, მისი...
ბიჭები სიმინდის ყანიდან
დიდი ამბები ერთი კვირით ადრე მაინც იწყებოდა. საჭიდაოზე ახალი ნახერხი იყრებოდა, სამ რიგად შემოყოლებული სკამების „შეპაჩინკეპაც“ ესწრებოდა, სპარტაკ ჯინორიძე თასებსაც ყიდულობდა და აბსოლუტურში ფალავნის პრიზად დათქმული ცხვარიც კარგა ხნის გადაბმული იყო საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრის ეზოში. შაბათ საღამოს ადრიანად იწყებოდა საჭიდაოზე თავმოყრა. – აი, ხაშურლები მოვიდნენ. ნაბახტეველი ბიჭი მოყავთო. ძაან მაგარი ყოფილა… – აგე, კასპელები...
ქუთაისს ფეხბურთელებს მოკრივე აღუზრდის
ვიცი, ვიღაც აუცილებლად მომედავება, მთავარი მენეჯერის ტალანტია და დიპლომში ჩაწერილი პროფესია ბევრს არაფერს ნიშნავსო. ნაწილობრივ დაგეთანხმებით, როცა მენეჯერობა ვიწრო სპეციალიზაციას არ ეხება. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ ფეხბურთის N94 სკოლის დირექტორად რომან თავაძე წარადგინა. რომან თავაძე კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2007 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. 2016-2017 წლებში კი ხონის ცენტრალური სტადიონის...









