„დიარიო ოლე” ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის მიერ არგენტინის 6:1 რბევას უბრუნდება. არგნტინულმა გაზეთმა ცადა გაერკვია, რა უთხრა ლეო მესიმ თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ გასახდელში.
მთელი მსოფლიო მოიარეს კადრებმა, თუ როგორ ადგა მესი ლოჟიდან თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე და როგორ დტოვა ტრიბუნა. „ალბისელესტეს” ლიდერი ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში კუნთის მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა — მწვრთნელებმა თავი დაიზღვიეს, ნატკენი რომ არ გამიზეზებოდა. „დიარიო ოლეს” თქმით მესიმ თანაგუნდელებს უთხრა:
„ჩვენ ამ მდგომარეობიდან ერთად გამოვალთ. ერთსულოვნად!”
გაზეთი წერს, რომ ლიდერის ნათქვამს ფეხბურთელები კარგად შეხვდნენ და თქვეს, რომ ეს სიტყვები მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
მესი აქო და ადიდა გამარჯვებული გუნდის თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ. მან თქვა:
„როდესაც არგენტინის ნაკრებში მესი არ თამაშობს, ის სხვა გუნდია. არგენტინელებს კარგად მოეხსენებათ, რომ მესი მესია. ის საუკეთესოა და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. მისნაირი ფეხბურთელის კრიტიკა არ შეიძლება. ღმერთს მადლობა უნდა შესწირო, რომ ის არსებობს და მორჩა”.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
