სიდედრი სამჯერ რომ გესვრის, როგორია? უფრო სწორედ, ნასიდედრალი… კიევის „დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილი მეკარე, 43 წლის ალექსანდრ შოვკოვსკი შარშია. მან სოციალურ ქსელებში ორი ვიდეო დაპოსტა — როგორ ესვრის ვიღაც ქალი აივნიდან ჯერ ქვებს და მერე ტყვიებს. ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინის ნაკრების ღირსება 92-ჯერ დაიცვა, განმარტავს, რომ ეს ქალი მისი ყოფილი სიდედრი ლუბოვ პავლოვნაა. იკითხავთ, ვინ...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
კლოპის რეალური ვარიანტი
გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საფეხბურთო მოვლენა ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის” მიერ „მანჩესტერ სიტის” 3:0 დამარცხება გახლდათ. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი იყო. ინგლისურმა „სანმა” დაწერა, რომ კლოპის წარმატებებს დიდი ინტერესით აკვირდება მადრიდის „რეალი”, რომლის ხელმძღვანელობაც არ გამორიცხავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეცვლა დასჭირდება. წერენ, რომ დღეს...
პოგბას ყველა სჯობია?
მანჩესტერული დერბის დამთავრების შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, როგორ მივიდა „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუნაიტედის” ნახევარმცვლელ პოლ პოგბასთან და კარგა ხანს უჩურჩულა რაღაც. პოგბა მატჩის გმირი იყო, მან ორი გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა” „მოსისხლეს” 0:2 შემოუტრიალა და 3:2 მოუგო. ყველას მყისვე გაახსენდა გვარდიოლას რამდენიმე დღის წინანდელი მოყოლილი, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ორი თვის წინ პოგბასა და...
მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ
რას ფიქრობს ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი თავის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე იმიტომ გახდა საინტერესო, რომ „იუვენტუსის” კარში გატანილი საოცარი მაკრატელა დარტყმით პორტუგალიელმა მისი რეკორდი მოხსნა: ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი, რონალდუმ კი მეათეშიც შეაგდო. საინტერესოა, რომ რონალდუ და ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში დიდად ვერ მეგობრობდნენ. ერთხელ, ვარჯიშზე შელაპარაკებაც კი...
კონტეს პასუხი მეგობარს
ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის ბრალდებას უპასუხა. ვიალიმ თქვა, რომ კონტეს ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი და როდის წავა „ჩელსიდან”, რაზეც „ლურჯების” თავკაცმა თქვა, რომ ვიალი წელიწადზე მეტია არ უნახავს და შეუძლებელია მისი სურვილები იცოდეს. „ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობების 120 პროცენტს ვდებ. „ჩელსისთან” კონტრაქტი მაქვს და დაუღალავად ვმუშაობ” — თქვა კონტემ. აქ...
„სიტი” ზეიმს არ გვპირდება
პეპ გვარდიოლას თქმით, ხვალ მანჩესტერულ დერბიში მისმა „სიტიმ” რომც გაიმარჯვოს და ინგლისის ჩემპიონი გახდეს, ზღვარგადასულ ზეიმს მაინც ვერ ვიხილავთ. „სიტის” გამარჯვების შემთხვევაში „ქალაქელები” პრემიერლიგის რეკორდს დაამყარებენ — გახდებიან გუნდი, რომელმაც ტიტული ყველაზე მალე მოიპოვა. გვარდიოლა გვარწმუნებს, რომ მისი ფეხბურთელები გონებით დაუყოვნებლივ „ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშზე გადაერთვებიან. „მოედანზე მოსაგებად გავალთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს,...
სად იყო ჯიმი?
გახსოვთ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი? ჩვენ „ბოავიშტადან“ გავიცანით, რადგან მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის „დინამო“, მერე კი ამ ზორბა კაცმა სახელი გაითქვა „ჩელსიში“, ასევე „ატლეტიკოში“ ბევრი გოლის გატანით. ახლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯიმი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „ნორთჰემპტონ თაუნიდან“ გაუშვესო. იქ გუნდს წვრთნიდა და ცუდი შედეგები ჰქონდა. გასავარდნ ზონაშია „ნორთჰემპტონი“, ჯიმი კი უმუშევარი დარჩა. მანამდე კიდევ ორ ინგლისურ...
„შპანა“ ძლიერდება
17 დღეში ოთხი ინციდენტი — „ვესტ ჰემი”, ამსტერდამი, „ჩელსი” და „ლივერპული”. ნუთუ ინგლისურ ფეხბურთში განგაშის ზარმა დარეკა? მიმომხილველი ნილ ეშტონი ამბობს, რომ ის, რაც ხდება ინგლისელთა იმიჯისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ეშტონი წერს, რომ ფანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, ტრიბუნებზე ყვირილი და გინება, ბოლო ხანს სახიფათო საზღვარს უახლოვდება. ხულიგანთა დაჯგუფებების გააქტიურება და ჩვეულებრივი გულშემატკივრის უკანა პლანზე გადასვლა...
აბა, კარგი მარსიალი! პოგბა ვის უნდა, პოგბა!
სატრანსფერო ბაზარზე დაყრილი ჭორების თანახმად ზაფხულზე „რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მიადგება და გარეთ ბეილის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებს. მადრიდელთა მიზანი ნათელია: ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. იმაში, რომ „თეთრები” მანჩესტერელთა ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენაზე ოცნებობენ ახალი არაფერია. ამბობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი ყურადღებით აკვირდებიან პოლ პოგბასა და „იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს კონფლიქტს. მადრიდელებს...
დე ბრუინმა თქვა სალაჰს ვჯობივარო?
ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ კევინ დე ბრუინის მტკიცებით წლეულს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას ეკუთვნის და არა ლივერპულის ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს. თავად ბელგიელი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. სალაჰს ყველა შეჯიბრებაში ერთად ჯერჯერობით 37 გოლი აქვს გატანილი. დე ბრუინის მონაგარი სხვა ტიპისაა, ის საგოლე პასებით სჯობია ყველას — 20. მიმდინარე სეზონში „სიტიმ” უკვე მოიგო...









