კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
თუ ახლა არა, ყატარში
ჩანაწერი

თუ ახლა არა, ყატარში

საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” 27 წლის ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ფიგაროს” ინტერვიუ მისცა. როგორც ირკვევა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კითხვები ჟურნალისტებმა კი არა, ფრანგმა სპორტსმენებმა დაუსვეს. ჩოგბურთელ ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგალითად აინტერესებდა რა გეგმები აქვს გრიზმანს სამომავლოდ. „მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი სათამაშოდ აშშ-ში წავიდე. ეს გეგმა საბუთი რომ იყოს ახლავე მოვაწერდი...

ყვითელი ბარათი მატრასს!
ჩანაწერი

ყვითელი ბარათი მატრასს!

ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა. მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას...

ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა
ჩანაწერი

ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა

„ესპანეთის ნაკრების მთავარი პრობლემა ფერნანდო იეროა”, — ამბობს „რეალის”, „ატლეტიკოს” და „ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, 58 წლის გერმანელი ბერნდტ შუსტერი. „იერო მწვრთნელი არ არის. ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სხვადასხვაა. მწვრთნელს ძალიან მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს”, — დასძინა შუსტერმა მასშტაბით მეორე ესპანურ რადიო „ონდა სეროსთან” ინტერვიუში. ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ფერნანდო...

გერმანულ ფეხბურთში განათლების დეფიციტია
ჩანაწერი

გერმანულ ფეხბურთში განათლების დეფიციტია

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერტი ფოგტსი თანამემამულეებს მდგომარეობიდან გამოსვლის არატრადიციულ ხერხს სთავაზობს. „რაინიშე პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფოგტსმა თქვა: „დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. აჯობებს ექსპერტების აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საფეხბურთო კავშირის ოფისში იურგენ კლოპი, დავიდ ვაგნერი, გერონტ რორი და სხვები, რათა მათ იმსჯელონ და თავიანთი აზრი გამოთქვან?” ფოგტსი, რომელმაც ბუნდესნაკრები 1996...

ყვითლით დამარცხებული
ჩანაწერი

ყვითლით დამარცხებული

სენეგალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც შეჯიბრებას ფეარ-ფლეის კრიტერიუმით, მეტი ყვითელი ბარათის გამო გამოეთიშა. დამარცხების სიმწარის მიუხედავად, აფრიკული გუნდის თავკაცი ალიუ სისე თავისი გუნდით ამაყობს და ამბობს, რომ ის ვერ ეტყოდა თავის ფეხბურთელებს სხვანაირად ეთამაშათ — რამენაირად ისე მოეხერხებინათ, რომ მსაჯებს მათთვის ნაკლები ყვითელი ეჩვენებინათ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოლუმბიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ...

ლეოს ყოველდღე ვხედავ
ჩანაწერი

ლეოს ყოველდღე ვხედავ

საფრანგეთის ნაკრების მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონელი თანაგუნდელის, ლეო მესის მიმართ უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ ხვალ, ყაზანში, არგენტინის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მასთან დაპირისპირება მოუწევს. უმტიტი უკვე ორი წელიწადია რაც მესისთან ერთად „ბარსელონაში” თამაშობს. არგენტინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, მითუფრო, რომ დანიასთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დიდიე დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ერთად დაასვენა. „ბარსელონაში მესის ყოველდღე ვხედავ....

დაიმსხვრა
ჩანაწერი

დაიმსხვრა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩენის შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს თავისი მომავლის შესახებ გარკვევით არაფერი უთქვამს. ამ თემაზე „შპორტბილდს” ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ბოსი რაინჰარდ გრინდელი დაელაპარაკა ორიოდ სიტყვით. „ლიოვს წუხელ ველაპარაკე. იმაზე შევჯერდით, რომ რას და როგორ მოვიმოქმედებთ, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ”, — ბრძანა გრინდელმა. კორეასთან 0:2 წაგების შემდეგ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად 58...

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
ჩანაწერი

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის

სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....

დალიე, გადადი ალავერდი…
ჩანაწერი

დალიე, გადადი ალავერდი…

უეფამ შესწორება შეიტანა საკუთარ დებულებაში: ამიერიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებზე ალკოჰოლურ სასმელებზე ხსნილია. „მატჩის ორგანიზატორს უფლება აქვს, სტადიონზე მისთვის მიკუთვნებულ მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში“, – ამგვარია ახალი ფორმულირება, რომელიც მატჩების ორგანიზატორებსაც და უეფასაც ბევრმილიონიან მოგებას უქადის, თუმცა უცნობია, ტრიბუნაზე რა მხრით შემოტრიალდება ეს ალკოჰოლური დეკრიმინალიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით კი...

საფეხბურთო კალკულატორი
ჩანაწერი

საფეხბურთო კალკულატორი

სწორედ ამგვარი რამ დადო საკუთარ საიტზე ესპანურმა „მარკამ“. შეგყავთ ნებისმიერი ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრის ნებისმიერი სავარაუდო შედეგი და კალკულატორი გთაზობთ ცხრილს, რომელიც ამ შედეგების პირობებში მიიღება. თუმცა, არის ნიუანსები, რომელსაც ვერც ერთი კალკულატორი ვერ გათვლის – ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები, რომელიც საქმეში ჩაერთვება, თუკი ორ ან მეტ გუნდს ყველა სხვა მონაცემი თანაბარი აღმოაჩნდებათ. კიდევ...