სწორედ ამგვარი რამ დადო საკუთარ საიტზე ესპანურმა „მარკამ“.
შეგყავთ ნებისმიერი ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრის ნებისმიერი სავარაუდო შედეგი და კალკულატორი გთაზობთ ცხრილს, რომელიც ამ შედეგების პირობებში მიიღება. თუმცა, არის ნიუანსები, რომელსაც ვერც ერთი კალკულატორი ვერ გათვლის – ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები, რომელიც საქმეში ჩაერთვება, თუკი ორ ან მეტ გუნდს ყველა სხვა მონაცემი თანაბარი აღმოაჩნდებათ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჯგუფში ადგილების გადანაწილების კრიტერიუმებს:
1. მეტი ქულა ჯგუფის ყველა შეხვედრაში.
2. ბურთების უკეთესი სხვაობა ჯგუფის ყველა შეხვედრაში.
3. მეტი გოლი ჯგუფის ყველა შეხვედრაში.
ორ ან მეტ გუნდს შორის ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების თანაბრობისას უპირატესობა ენიჭება:
ა) მეტ ქულას ურთიერთშეხვედრებში. ბ) ბურთების უკეთეს სხვაობას ურთიერთშეხვედრებში. გ) მეტ გოლს ურთიერთშეხვედრებში.
თუ ეს მონაცემები თანაბარია, საქმეში ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები ერთვება და შემდეგ ეტაპზე ნაკლები საჯარიმო ქულის მქონე გუნდი გადის.
საჯარიმო ქულები ასე ითვლება: ყვითელი ბარათი -1 ქულა; ორი ყვითელი და წითელი -3 ქულა; პირდაპირ წითელი -4 ქულა; ყვითელი და პირდაპირ წითელი -5 ქულა.
ეს კი „მარკას“ კალკულატორი, რომელიც ჯგუფური ეტაპის განვალობაში ჩვენს გვერდზეც იქნება…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
