კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ბავშვობიდან მატყუარა
ჩანაწერი

ბავშვობიდან მატყუარა

მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის...

პარიზში ვერაფერს მიაღწევ!
ჩანაწერი

პარიზში ვერაფერს მიაღწევ!

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი. „ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ....

გერმანელებს გამარჯვება აღარ სწყუროდათ
ჩანაწერი

გერმანელებს გამარჯვება აღარ სწყუროდათ

„როდესაც თამაშის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ტაე იონგ შინმა დავალების მოსაცემად ოთახში შეგვკრიბა გვითხრა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ცხვირები აქვთ აწეული, ისინი ამპარტავნები არიან, უკვე ყველაფერი აქვთ მოგებული და გულის სიღრმეში აღარაფრის მოგება არ უნდათ. გერმანიას წარმატება აღარ სწყურია!”, — იგონებს 29 წლის კორეელი ჯა ჩოელ კოო „ბილდთან” ინტერვიუში. გამოცემა წერს, რომ კოოსთვის აუტსაიდერობა კარგად ნაცნობი შეგრძნებაა....

კაცი გამოშტერდა!
ჩანაწერი

კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა....

ყოფილი სიდედრის დაკრძალვაზე
ჩანაწერი

ყოფილი სიდედრის დაკრძალვაზე

29 ივნისს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ისვენებდნენ გარი ლინეკერი უელსს გაემგზავრა. მიზეზი: სიდედრყოფილი გარდაეცვალა და ცოლყოფილს მხარში დაუდგა. საინტერესო ფაქტი: 57 წლის ლინეკერი და მისი ყოფილი სიდედრი კიმ მოჰამედი ტოლები იყვნენ. ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ტელევარსკვლავის ექს-მეუღლე დენიელ ბაქსი კი 39 წლისაა. ლინეკერის საქციელი მართლაც დასაფასებელია. მან ხუთშაბათ საღამოს 22:30-ზე, BBC2-ზე ჩვეულებრივ წაიყვანა გადაცემა, შემდეგ კი...

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა
ჩანაწერი

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა

იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა...

რონალდუს ვაჟკაცობა და გინება
ჩანაწერი

რონალდუს ვაჟკაცობა და გინება

მსოფლიო მას-მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს მისამართით უამრავი ქების სიტყვა ითქვა. მიზეზი ნათელია: პორტუგალიელთა ლიდერი ურუგვაელ მეტოქეს, მისი გუნდის კარში ორი გოლის ავტორს, დაშავებულ ედინსონ კავანის მოედნიდან გასვლაში დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 31 წლის კავანი თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალში, ფრანგებთან შეხვედრაში დაეხმაროს. ურუგვაელთა მერვედფინალის გმირი შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე დაშავდა. კავანი...

ნეიმარ, შე ჩემ…
ჩანაწერი

ნეიმარ, შე ჩემ…

ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე  ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს: „ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა  ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ,...

ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!
ჩანაწერი

ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!

სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო...

ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია
ჩანაწერი

ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ მის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესო ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსია. „რეალისა” და „ბარსას” ქიშპიდან გამომდინარე კაზემიროს ასეთმა ნათქვამმა ბევრი გააოცა. „ჩემს პოიციაზე ბევრი ვარსკვლავი არ არის ასარჩევად რომ იყოს საქმე, მაგრამ თუ ერთის გამორჩევას მთხოვთ, სერხიო ბუსკეტსს დავასახელებდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ძალიან ძლიერები არიან კანტე...