კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ბარსას თავში აზარი მოუვიდა
ჩანაწერი

ბარსას თავში აზარი მოუვიდა

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონა” ედენ აზარის შეძენის ვარიანტებს განიხილავს. არადა, ბოლო წლებია აზართან დაკავშირებით სულ „რეალზე” ლაპარაკობენ. „კამპ ნოუზე” ბელგიელის შეძენა ერნესტო ვალვერდეს გუნდის გასაძლიერებლად ზედგამოჭრილ სატრანსფერო ნაბიჯად მიუჩნევიათ. როგორც ჩანს „ჩელსიდან” წასვლაზე უარს არც თავად ფეხბურთელი ამბობს. მიზეზი გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, ლონდონელთა უხეირო გამოსვლაა — „ჩელსი” მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და...

ბაჩოს თასი ლისის ტბაზე
ჩანაწერი

ბაჩოს თასი ლისის ტბაზე

ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ზედაზენის“ ხელშეწყობით სარბიელელი ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი ამჯერად ლისის ტბაზე ჩატარდა. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ მონაწილე სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ერთმანეთს 3×3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში გაეჯიბრნენ. წლეულს „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები „ზედაზენთან“ ერთად კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები და...

შვიდი მილიონი ევრო ჯადოქარს
ჩანაწერი

შვიდი მილიონი ევრო ჯადოქარს

გულის დაწყვეტის და უსამართლობის განცდის ნაზავია – „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი ბუფონი გაუშვა. არადა, ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ჯიჯიმ ტურინელთა მაისური 470- ჯერ მოირგო (მეორე შედეგი სერია A-ში) და 11-მატჩიანი გოლგაუშვებელი სერიით ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. ციფრებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. თუნდაც ის რად ღირს, რომ 2001 წელს „პარმადან“ „იუვენტუსში“ 32 მილიონ ფუნტად გადასული მსოფლიოს უძვირეს მეკარედ...

კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა
ჩანაწერი

კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა

„მანჩესტერისა“ და საფრანგეთის ნაკრების გიჟმაჟმა ექსფორვარდმა ერიკ კანტონამ სოციალურ ქსელებში რუსეთ-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის შესახებ იშაყირა – ჩვენ დავაფიქსირეთ სატელეფონო ზარი ვინმე ვლადიმირ პ-სგან, მაშინვე, როგორც კი პიკემ პენალტი აიკიდა. ეს ვიღაც ვლადიმირ პ. ტელეფონში განკარგულებას გასცემდა: „ყველაფერი კარგადაა. შეგიძლიათ, შაკირა გაუშვათ“. ეს რუსების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელებს პრეზიდენტად ტრამპი დაუსვეს. კანტონა...

რივალდო ნეიმარს: იწექი!
ჩანაწერი

რივალდო ნეიმარს: იწექი!

ახლო წარსულში ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა რივალდომ სოციალური ქსელებით ნეიმარს მიმართა: – იყავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ მოსატყუებელია მეტოქე – მოატყუე! თუ კარში დარტყმას ჩათვლი საჭიროდ – დაარტყი! თუ შენზე ჯარიმის მერე დროა მოსაგები, იწექი გაზონზე! გახსოვდეს, რომ, ვინც გაკრიტიკებს, მათი უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპონატს უკვე დაემშვიდობა. იყავი ვინც ხარ – ბრაზილიელთა კერპი!

გაგონილა მესი და დოლარის კურსი ?
ჩანაწერი

გაგონილა მესი და დოლარის კურსი ?

არგენტინის ნაკრების საბრალო მწვრთნელის ხორხე სამპაოლის საკრიტიკოდ გონსალო იგუანის მამამ ხორხე იგუაინმაც მოიცალა: „ორი ფორვარდი (აგუერო და იგუაინი) რომ გყავს გუნდში, რომლებსაც ერთად 600 გოლამდე აქვთ გატანილი და ძირითადში არცერთი არაა, ნორმალურია ეს ? ყველაფერს მესის რატომ ვთხოვთ? ზედმეტი ხომ არ მოგვდის ? ეგებ დოლარის კურსის დაწევაც მესისთვის გვეთხოვა?“

რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა
ჩანაწერი

რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა

„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა. გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის. მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია. „იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში...

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა
ჩანაწერი

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო
ჩანაწერი

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო

მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია. თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა. დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1...

დემბელე ცუდად მოიქცა
ჩანაწერი

დემბელე ცუდად მოიქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და...