კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ჯანის არ გაეკარო!
ჩანაწერი

ჯანის არ გაეკარო!

BBC -ის ინფორმაციით, ფიფამ ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მისცა „დაბეჯითებითი რეკომენდაცია“ რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს ტურნირის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად საზოგადოებაში არსად გამოჩენილიყო. მოგეხსენებათ, მუტკო წლების მანძილზე იყო რუსეთის სპორტის მინისტრი და მისი პერსონა რუსი სპორტსმენების დოპინგ-სკანდალთან ასოცირდება. ფიფაში შიშობდნენ, მის გვერდით გამოჩენა უარყოფითად იმოქმედებდა ინფანტინოს იმიჯზე. მუტკოს სასახელოდ უნდა ითქვას, უფრო...

ლუკა – მგლების მეგობარი
ჩანაწერი

ლუკა – მგლების მეგობარი

მხატვრული ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა რეალური ადამიანის რეალური არცთუ ტკბილი წარსულია. 1990 წელს ხორვატი დოკუმენტალისტი პაველ ბალენოვიჩი ფილმს იღებდა მგლებზე, რომლებიც ზადარიდან 40 კილომეტრში მდებარე ველიბოტის მთის ძირას მრავლად ბინადრობენ. იქ, პატარა სოფელში იზრდებოდა ლუკა მოდრიჩი. მერე ომი დაწყო, სახლი დაინგრა, პაპა სერბებმა დაუხვრიტეს და ლუკას ოჯახი დევნილობისთვის გაიწირა. მხოლოდ ახლახანს, ფილმის youtube -ზე განთავსების...

რეალი ნეიმარის შესახებ
ჩანაწერი

რეალი ნეიმარის შესახებ

უკვე დიდი ხანია დადის ჭორი, რომ „რეალს” ნეიმარის შეძენა უნდა. მას მერე, რაც მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა ეს ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „რეალმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა — მას „პარი სენ ჟერმენის” მოთამაშე არ არინტერესებს. ამ ზაფხულზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მადრიდელები ბრაზილიელი ვარსკვლავის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. პირველად ნეიმარის შეძენის სურვილი მათ 2 ივლისს იუარეს...

სექსისტური მარაზმი, ანუ პირიქით…
ჩანაწერი

სექსისტური მარაზმი, ანუ პირიქით…

ჯერ ოფიციალურ ინფორმაციას გაახლებთ: „ფიფა რეკომენდაციას აძლევს საფეხბურთო ტელეტრანსლაციების ორგანიზატორებს, იშვიათად გამოაჩინონ კადრში მიმზიდველი ქომაგი გოგონები. როგორც ფიფას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფედერიკო ადიეჩიმ განაცხადა, ეს აქცია სექსიზმთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება და მივიღებთ ზომებს იმის წინააღმდეგ, რაც არასწორია“. სიმართლე გითხრათ, სანამ რამდენჯერმე არ გადავიკითხე, სრულად ვერ აღვიქვი მარაზმის მასშტაბი. ტრიბუნებზე ლამაზ გოგონებს ნუ აჩვენებთ...

ვინ იხეირებს კრექსიტით
ჩანაწერი

ვინ იხეირებს კრექსიტით

კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ ევროდ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. მადრიდელებს დააკლდათ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა: 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა. „თეთრების” გულშემატკივრებს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ გაიღო დიდძალი თანხა ოღონდ კი ვარსკვლავი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” დეკადა დაამშვენა, დაეტოვებინა. და მაინც, გაზეთ AS-ის თქმით „რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიელის წასვლით იხეირებენ....

ეს მალე პორტ-არტურსაც აიღებს
ჩანაწერი

ეს მალე პორტ-არტურსაც აიღებს

საქმე ხუთიდან ხუთ მოგებაში როდია. ქართველი ოძეკი ისე უპრობლემოდ უსწორდება ცენტნერნახევრიან გოლიათებს, სუნთქვის გახშირებაც არ ეტყობა. დღეს მისი რიგით მეხუთე მსხვერპლი კოტოსიოგიკუ შეიქნა, რომელიც ძალისმიერი მიწოლით გაიტანა დოჰიოდან. ლევან გორგაძის დარად ხუთი მოგება აქვს სეკივაკე მიტაკუემისაც. დაველოდოთ, როდის მოუწევთ მათ უშუალო ჯახში მჯობნის მჯობნის გარკვევა. მეორედ დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ, რომელსაც გუშინ ჩვენებურის მიერ ნაბურთავებმა აბიმ...

ვა, ვეა?
ჩანაწერი

ვა, ვეა?

40 წლის ჯიჯი ბუფონი „იუვენტუსიდან“ პარი-სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც… ვეასთან ერთად ითამაშებს – ლიბერიის პრეზიდენტის ჟორჟ ვეას 18 წლის შვილი ტიმოტი ვეა და უბერებელი ბუფონი თანაგუნდელები გახდნენ. განსაკუთრებული ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: 1995  წლის 19 ნოემბერს „პარმა“–„მილანის“ მატჩში 17 წლის ბუფონის დებიუტი შედგა, სტუმართა გუნდში კი თამაშობდა… 29 წლის ლიბერიელი მეგოლე ჟორჟ...

ჩვენ ახალ ისტორიას შევქმნით
ჩანაწერი

ჩვენ ახალ ისტორიას შევქმნით

ხორვატიის ნაკრების და „ლივერპულის“ მცველმა დეიან ლოვრენმა რუსებთან პენალტების სერიაში მოგებულ მატჩზე და ინგლისელებთან კარსმომდგარ ნახევარფინალზე ისაუბრა: – რუსეთის ნაკრებთან თამაში ადვილი არ ყოფილა. პირველ რიგში, მათი თავდასხმის ხაზზე მინდა ვისაუბრო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქის შემტევები განზრახ ეძებდნენ ჩვენთან კონტაქტს, რათა შემდეგ მსაჯთან აპელირების გზით პენალტის დარტყმის უფლება მიეღოთ. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ გუნდური...

ეს რამ დაგაწერინა ?!
ჩანაწერი

ეს რამ დაგაწერინა ?!

ერთი გირვანქით  140 ათას 505 გირვანქას იგებდა აბერდინელი მარკ მორისონი ივან პერიშიჩს რუსეთთან საჯარიმოს გარედან  რომ გაეტანა. რა ეწერა მორისონს ? 1) შვედეთი-ინგლისი,  ჰარი მაგუაიერი თავით გაიტანს. 2) საფრანგეთი – ურუგვაი, ანტუან გრიზმანი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 3) ბრაზილია – ბელგია, კევინ დე ბრუინი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 4) რუსეთი – ხორვატია, ივან პერიშიჩი საჯარიმოს გარედან გაიტანს....

შენ ხარო f****** s***
ჩანაწერი

შენ ხარო f****** s***

„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია. ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო. გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა:...