მხატვრული ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა რეალური ადამიანის რეალური არცთუ ტკბილი წარსულია.
1990 წელს ხორვატი დოკუმენტალისტი პაველ ბალენოვიჩი ფილმს იღებდა მგლებზე, რომლებიც ზადარიდან 40 კილომეტრში მდებარე ველიბოტის მთის ძირას მრავლად ბინადრობენ.
იქ, პატარა სოფელში იზრდებოდა ლუკა მოდრიჩი. მერე ომი დაწყო, სახლი დაინგრა, პაპა სერბებმა დაუხვრიტეს და ლუკას ოჯახი დევნილობისთვის გაიწირა.
მხოლოდ ახლახანს, ფილმის youtube -ზე განთავსების შემდეგ აღმოაჩინა თავად რეჟისორმაც, რომ კადრში 5 წლის ლუკა მოდრიჩი მოხვდა, რომელიც მამის ქურთუკში თხებს მწყემსავს.
დღეს საღამოს ის ყოფილი მგლის ლეკვი კიდევ ათ მისთანას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მოსაგებად შეუძღვება მოედანზე.
მგლებში გაზრდილები სხვა შედეგს არ ცნობენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
