კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
რონალდუმ, მიჭირს და მადროვეთო
ჩანაწერი

რონალდუმ, მიჭირს და მადროვეთო

  შარშანდელი ამბავია, ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანუ რონალდუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ რომ სცნო. მაშინ პორტუგალიელმა აღიარა, შემეშალა და ხაზინას 14,7 მილიონი ნამდვილად დავაკელიო. ციიცო! – სასამართლომ და ჯარიმად 18,8 მილიონი ევროს გარდა ორწლიანი პირობითიც მიუსაჯა. ეტყობა, ტურინულმა ფულმა სულზე მიუსწრო რონის – 15,3 მილიონი უკვე გადარიცხა და შეუთვალა, დარჩენილ 3,5 მილიონსაც დღე-დღეზე გაახლებთო.  

ბიჭების გასათხოვარი მწვრთნელი, ანუ დიპლომიანი სარძლო
ჩანაწერი

ბიჭების გასათხოვარი მწვრთნელი, ანუ დიპლომიანი სარძლო

28 წლის ესპანელი ლური სოროჩე „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია. ბარსელონაში დაბადებულს ბავშვობაში ამავე ქალაქის გუნდშიც უთამაშია, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელობა ქალის საქმე არაა და… სამწვრთნელო საქმეს გაჰყვა. „მომწონს მართვა, საუბარი და მოტივირება. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა, მაგრამ არც ფეხბურთიდან წასვლა მსურდა. ამიტომაც დავამთავრე მადრიდში ფიზკულტურის ფაკულტეტი, შემდეგ კი უეფას სამწვრთნელო „პრო“ ლიცენზია ავიღე და ოთხ...

ქართველები სკანდინავურ ტურნირზე
ჩანაწერი

ქართველები სკანდინავურ ტურნირზე

ნესტან ჩარკვიანი გეტებორგიდან 1994 წლის შემდეგ ქართული გუნდები (ვაკე-91, ვიტ ჯორჯია და საბურთალო) უკვე ოცდამეხუთედ გამოდიან სკანდინავიაში უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე და ბევრჯერ გამარჯვებულებიც დაბრუნებულან. წლეულს „ვიტ ჯორჯიას“ 2002 წელს დაბადებულთა გუნდი (მწვრთნელი- ზაზა დიდებაშვილი), ხოლო საბურთალო 2007 წლიანების ორი გუნდით (მწვრთნელები ვოვა მუსერიძე და გიორგი ნადირაძე) გაემგზავრნენ შვედეთის როგით მეორე ქალაქ გეტებორგში – „გოთია ქაფზე“...

იერომდე რაფა ნდომებიათ
ჩანაწერი

იერომდე რაფა ნდომებიათ

როგორც ირკვევა რაფა ბენიტესს ესპანეთის ნაკრების გაძღოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა. „მქონდა შანსი, მაგრამ „ნიუკასლში” დარჩენა ვამჯობინე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ”, — უპასუხა ბენიტესმა ჟურნალისტებს. თავიდან, „ლივერპულის” ყოფილ თავკაცს თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ დაუკავშირდნენ, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა ლუის რუბიალესმა „ლა როხადან” ხულენ ლოპეტეგი გააგდო. მაშინ ბენიტესს გუნდის დროებით...

ვოლგოგრად-არენა წყალმა წაიღო
ჩანაწერი

ვოლგოგრად-არენა წყალმა წაიღო

დაინდო ბუნებამ რუსები და მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრება აცადა. წუხანდელმა წვიმამ კი სანაქებო „ვოლგოგრად-არენას“ შემოგარენში პოტიომკინის სოფლები გააცოცხლა. თავად არენაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ – ავთვალს არ ენახვებაო.  

ვენგერის ყველაზე დიდი შეცდომა
ჩანაწერი

ვენგერის ყველაზე დიდი შეცდომა

ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა მოულოდნელი რამ თქვა: „არსენალში” 22 წელი მუშაობა ჩემი დიდი შეცდომა იყოო. ფრანგმა ლონდონის კლუბი ზაფხულის დასაწყისში დატოვა. ორი დეკადის განმავლობაში ვენგერმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული და შვიდჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი, მაგრამ ბოლო წლებში სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა. კომპანია, რომელიც „არსენალის” ფანებმა გააჩაღეს ცნობილი გახდა სახელწოდებით Wenger Out ანუ „ვენგერი წავიდეს”. ამ კამპანიის წამოწყების...

რონალდუს პირველი ტურინული…
ჩანაწერი

რონალდუს პირველი ტურინული…

ჯერ მოედანზე არ გასულა და კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ყულაბაში პირველი მილიონები უკვე შეიტანა. იტალიურმა გრანდმა რონალდუს სახელობითი 7-ნომრიანი მაისურების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. პირველსავე დღეს დაახლოებით 520 ათასი მაისური გაიყიდა. ფასი 105 ევრო იყო. ჯამურად შემოსულმა თანხამ 55 მილიონი ევრო შეადგინა. ბუნებრივია, ეს თანხა სუფთა მოგება არ არის, მაგრამ პორტუგალიელმა ერთი წლის ხელფასი, ფაქტობრივად, უკვე...

ვინ არის ეს მშვენიერი ქალბატონი?
ჩანაწერი

ვინ არის ეს მშვენიერი ქალბატონი?

ერთ-ერთი, რითაც ახალდამთავრებული მსოფლიოს ჩემპიონატი ხალხს დაამახსოვრდება, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩია. სწორედ ის ქალბატონი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა პატივცემულ პირებთან ერთად თავსხმა წვიმის ქვეშ დააყენა, როდესაც თავად ქოლგას ეფარებოდა. გრაბარ-კიტაროვიჩმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა როგორც ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, ფინალის შემდეგ დაუზარლად რომ ეხვეოდა არა მხოლოდ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს, არამედ ფრანგებს...

მბაპემ ნახევარი მილიონი გაიღო
ჩანაწერი

მბაპემ ნახევარი მილიონი გაიღო

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდევე ამბობდა, საკლუბო ხელფასი სრულად მაკმაყოფილებს და სანაკრებო ჰონორარს ხელს არ მოვკიდებო… კილიან მბაპეზეა საუბარი, რომელიც ყმაწვილური ასაკის თუ თანდაყოლილი სიკეთის გამო ნაკლებად აქცევს ყურადღებას ნულებს საკუთარ ანგარიშზე. მონდიალამდე საფრანგეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას მან მაკრონს ორიოდ წუთი სთხოვა და აფრიკულ ქვეყნებში ფეხბურთის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის გეგმაზე ესაუბრა. დღეს უკვე მსოფლიოს 19 წლის ჩემპიონს საფრანგეთის...

რიგითი რიბარიჩის ზღაპარი
ჩანაწერი

რიგითი რიბარიჩის ზღაპარი

მორჩა. მონდიალი გუშინდელ მოსკოვურ თავსხმას ისტორიაში გაჰყვა. ემოციები გრილდება, თუმცა, საფრანგეთის ქომაგთა გარდა ყველას დაენანა ხორვატია. არადა, რა აქვთ ხორვატებს დასანანი ან შესაცოდი? 4.5-მილიონიანი ქვეყნისთვის ფინალში თამაშიც ზეწარმატებაა. თუმცა, მოდი, ამჯერად სენტიმენტებს შევეშვათ და ჩემპიონატის კულუარებში შევიხედოთ. ჩვენი დღევანდელი ისტორია 20 წლის წინ დაიწყო, როცა ფრანგმა ჟანდარმმა ხორვატთა მწვრთნელს საფორმო ქუდი აჩუქა გერმანელი ფანატისგან დაჭრილი მეწყვილის...