ჯერ მოედანზე არ გასულა და კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ყულაბაში პირველი მილიონები უკვე შეიტანა. იტალიურმა გრანდმა რონალდუს სახელობითი 7-ნომრიანი მაისურების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. პირველსავე დღეს დაახლოებით 520 ათასი მაისური გაიყიდა. ფასი 105 ევრო იყო. ჯამურად შემოსულმა თანხამ 55 მილიონი ევრო შეადგინა.
ბუნებრივია, ეს თანხა სუფთა მოგება არ არის, მაგრამ პორტუგალიელმა ერთი წლის ხელფასი, ფაქტობრივად, უკვე გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ „ბებერმა სინიორამ“ კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან“ 112 მილიონ ევროდ წამოიყვანა და 4-წლიან კონტრაქტში წლიურად 31 მილიონი ევრო აღუთქვა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
