სათაურის უფრო კორექტულად დაწერა წარმოუდგენელია. ამერიკელი ლეგენდარული მოცურავე, 6-გზის ოლიმპიური ჩემპიონი რაიან ლოხტე დოპინგის მიღებაში… რაიან ლოხტემ ამხილა! რაიანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც გარკვეულ პრეპარატს ვენიდან გადასხმის გზით იღებს თავად პრეპარატი აკრძალული არ არის, მაგრამ არაუმეტეს ასი მილიგრამისა 12 საათში, თუ სპორტსმენს განსაკუთრებული თერაპევტული ნებართვა არ აქვს აღებული. ლოხტემ კი პრეპარატი გაცილებით დიდი დოზით...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ორი განსხვავება ლოპეტეგისა და ზიდანს შორის
ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. ისიც ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამ მეთოდების მიხედვით ბევრს ვერაფერს დაასკვნი, წარმატებული და წარუმატებელი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ თემა მაინც საინტერესოა. „მარკაც” სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ესპანურმა გაზეთმა „რეალის” ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში შეიხედა. მართალია, „რეალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ბოლო დღეებამდე მეტწილად ჯერ კიდევ დასასვენებლად იყვნენ და ახალ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის,...
არ გინდა? აი დარდი!
იტალიური „მილანისა“ და ხორვატიის ნაკრების 30 წლის ფორვარმა ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა. „მე რუსეთში არ მითამაშია,“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ფეხბურთელი. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნიგერიასთან (2:0) ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე მარიო მანჯუკიჩის შეცვლა გადაწყვიტა და სათადარიგოთა სკამიდან ნიკოლა...
იოზილი და პრეზიდენტი
გეხსომებათ რა ამბავი ატყდა გერმანიაში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თურქული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. გერმანელებმა ეს თავიანთი ქვეყნის უპატივცემულობად აღიქვეს და ისეთი სკანდალი აგორდა, რომ გუნდის მომზადებასაც კი დაასვა დაღი. გუინდოგანმა მალევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც გერმანელ ერს სიყვარულში გამოუტყდა, იოზილი კი აქამდე კრინტს არ ძრავდა...
სანემ გაიგო და გაუგო
როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა. და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ...
ბეილის თაღლითი სიმამრი და გადადებული ქორწილი
„რეალისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ამ ზაფხულს დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ ერთი წლით გადადო. არადა, 29 წლის ბეილი და მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, 26 წლის ემა რის-ჯონსი იტალიაში, ერთ-ერთ სასახლეში აპირებდნენ წვეულების გამართვას, სადაც ფეხბურთის ვარსკვლავები უნდა დაეპაჟიათ. ქორწილის გადადების მიზეზი ოჯახური არეულებაა. უფრო რომ დავაზუსტოთ, პრობლემები პატარძლის მხარეს აქვს. ემა იმედოვნებს,...
საბურთალო შვედეთში მსოფლიოს ათეულშია
ირა ზაქარეიშვილი გეტებორგიდან შვედეთში, „გოტია კაპზე“ მყოფმა „საბურთალოს“ ბავშვთა ორივე გუნდი ფლეი ოფებში გავიდა და ორივემ საკმაოდ წარმატებით ითამაშა. წელს ტურნირის ორგანიზატორებმა პირველად გადაწყვიტეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გაეთამაშებინათ მედლები და მხოლოდ საუკეთესო ათეულები შეედგინათ, რაგდან მათი თქმით ბავშვი წაგების შემდეგ ემოციებით იტანჯება და მომავალი თაობის ფსიქიკას მეტი გაფრთხილება უნდაო… ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია...
ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…
არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა. თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით....
მართალია ზლატანი ვიყავი, მე ეს გავაკეთე
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” თავი უხელფასოდ შესთავაზა. ვარსკვლავმა „ოლდ ტრეფორდზე” გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლი შეაგდო, მაგრამ 2017 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში, „ანდერლეხტთან” მძიმედ დაშავდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა. მართალია იბრაჰიმოვიჩი წლის ბოლოს, ნოემბერში გამოჯანმრთელდა და „იუნაიტედის” შემადგენლობაში შვიდი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მარტში გუდა-ნაბადი აიკრა და...
მანჩესტერელი და ლივერპულელი ქურდების საყურადღებოდ
ბოლოხანს პრემიერლიგის ვარსკვლავები თავიანთი მდიდრული სახლ-კარისთვის დაცვას ქირაობენ და გუშაგ ძაღლებს ყიდულობენ, რაშიც ათასობით გირვანქა იხარჯება. დაცვა მათ საცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობს. ერთმა ფეხბურთელმა თავისი ეზოს პირას პატარა სახლიც კი ჩადგა იქ დაბანაკებულმა ხალხმა მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე 24 საათი რომ იზრუნოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ადამიანთა მომსახურებას გერმანული ნაგაზებისა და როტვეილერების...









