ფრანგული საკლუბო რაგბი ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა და რახან ამ ქვეყნის კლუბებში მრავალი ათეული ქართველი მორაგბე ირიცხება, ეს პროცესი ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა. მოსამზადებელი პერიოდი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“ თბილისს სტუმრობს, ხოლო ვიდრე პარიზელები ვაკეში „მიხეილ მესხზე“ „ზაფხულის თასისთვის“ იბრძვიან, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი „მონპელიე“ ახალი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რა აზარი აქვს ჩელსის კაპიტნობას?
ოღონდ კი შეინარჩუნოს და მაურიციო სარი მზად არის ედენ აზარს „ჩელსის” კაპიტნობა უბოძოს. არადა, „ჩელსის” იტალიელი მწვრთნელი ბელგიელი ვარსკვლავის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. 150 მილიონ გირვანქად ანუ 168,5 მილიონ ევროდ ღირებული აზარის შეძენას „რეალი” ეშურება და არც ფეხბურთელი მალავს, რომ თუკი შანსი მიეცემა სიამოვნებით გადაბარგდება „სანტიაგო ბერნაბეუზე”. „ჩელსის” კი ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევია. სარი...
გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ
ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”. ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას...
ინგლისელების იმედი
ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს. ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი...
ახლა მესის თუ მოგვცემენ, თორემ…
მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და...
რატომ მოწყდით მთავარ ჯგუფს?
“დეილი მეილს” უყვარს ამბავთა ჩხრეკა და ამოდსაკითხავი სიახლეების გამოძერწვა. ინებეთ მორიგი ისტორია: “ტურ დე ფრანსის” ოთხგზის გამარჯვებული, ბრიტანელი კრის ფრუმი რბოლის მე-17 ეტაპზე ცოტა შეშფოთდა, მაღლა მთაში ვარ, ემანდ სურდო არ ავიკიდოო და გზაში ნაცრისფერი ლაბადა მოისხა. ტურის უსაფრთხოების სამსახურებს და პოლიციას კი საკუთარი საზრუნავები აქვთ: პელოტონს ხან ქვეითი შერეკილი აეკიდება, ხანაც ველოსიპედიანი. არიან ნამდვილი...
ნოვიცკის ბლექ-ჯეკი
სხვა სიტყვით ვერ დაახასიათებ გერმანელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკუთარი ეპოქა უკვე შექმნა და აგერ, ალბათ, დაუმხობელი რეკორდის ავტორიც შეიქნა – „დალას მავერიქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთწლიან და 5-მილიონიან კონტრაქტს უფორმებს 40 წლის ნივიცკის. ეს მისი 21-ე სეზონი იქნება ტეხასურ გუნდში, რაც NBA – ს ყველა დროის რეკორდია. აქამდე ნოვიცკი საუკეთესო შედეგს კობი ბრაიანტთან იყოფდა,...
ლუზერების დაგროვება
„ბაიერნი” აშშ-შია, ახალი სეზონისთვის ემზადება, მისი თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე კი გუნდს ახლავს და თან ჟურნალისტებს ხვდება, საზოგადოების ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მას-მედიის ინტერესის საგანს წარმოადგენს ჯერომ ბოატენგის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვაა. როგორც ჩანს, თუკი კლუბები თანხაზე შეთანხმდებიან, სხვა წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. „დავიცადოთ და ვნახოთ გამოვნახავთ თუ არა საერთო ენას. შევძლებთ თუ არა...
ბაიერნი გადატვირთულია
„ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ფეხბურთელების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება. „გუნდში ძალიან ბევრნი არიან, — მკაფიოდ განაცხადა მან, — აუცილებელია ორი-სამი ფეხბურთელის გასხვისება. საშობაოდ მაინც”. „შპორტ ბილდი” წერს, რომ თავიდან მოშორების ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან ჯერომ ბოატენგი, რომლის ტრანსფერზეც ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ და ნახევარმცველი არტურო ვიდალი. ბოატენგს ძირითადად...
მბაპემ მესი დაამცირა
მსოფლიოს ჩემპიონობა ყმაწვილურ ასაკში მეტისმეტად მძიმე ტვირთია საიმისოდ, რომ ღირსეულადაც ატარო და ვერც ჩხირკედელა ჟურნალისტებმა დაგიგონ ხაფანგი. კილიან მბაპე მონდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, სხვადასხვა ფორმაციის სიმბოლურ ნაკრებშიც მიუჩინეს ადგილი და გაწეული ქველმოქმედებისთვისაც (ჩემპიონობის საპრიზო 450 000 ევრო ინვალიდი ბავშვების სასარგებლოდ გაიღო) ქება და დიდება უძღვნეს. როგორც ჩანს, ამ ასაკშიც და ამ ნიჭშიც ბუდობს რაღაც...









