ბოლოხანს პრემიერლიგის ვარსკვლავები თავიანთი მდიდრული სახლ-კარისთვის დაცვას ქირაობენ და გუშაგ ძაღლებს ყიდულობენ, რაშიც ათასობით გირვანქა იხარჯება. დაცვა მათ საცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობს. ერთმა ფეხბურთელმა თავისი ეზოს პირას პატარა სახლიც კი ჩადგა იქ დაბანაკებულმა ხალხმა მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე 24 საათი რომ იზრუნოს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ადამიანთა მომსახურებას გერმანული ნაგაზებისა და როტვეილერების ყიდვა ამჯობინეს.
„დეილი მეილი” წერს, რომ მისთვის ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრებთა სახლები გაქურდეს ან გაქურდვა ცადეს. ერთ-ერთმა ვარსკვლავმა დაცვას მას მერე მიმართა, რაც სათვალთვალო კამერაზე მის ტერიტორიაზე შესული ნიღბიანები გამოჩნდნენ.
დაცვის კერძო ფირმები ჩეშირის მდიდრულ უბნებში, სადაც მეტწილად „მანჩესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ცხოვრობენ, საათში ერთხელ პატრულირებდნენ.
სტატისტიკის თანახმად, ქურდები ხშირად მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე საზღვარგარეთ მიდიან.
წერენ, რომ ვარსკვლავების სახლებში მოხშირდა ეგრეთწოდებული პანიკის ოთახები, იგივე ბუნკერები, სადაც ხიფათის შემთხვევაში ოჯახი ჩაიკეტება. ასეთ ოთახებში არის დაცვის გამოსაძახებელი ღილაკებიც.
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ფილ ჯონსმა ლესტერშირში არსებული გუშაგ-ძაღლთა გამწვრთნელი ფირმის ვებ-გვერდზე დაწერა:
„ფეხბურთელები ხშირად დგანან ხიფათის წინაშე. უმრავლესობა ჩრდილო-დასავლეთის მშვენიერ ადგილებში ცხოვრობს რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სახლებამდე ადვილი მისაღწევია როგორც მანჩესტერიდან ასევე ლივერპულიდან. ხშირად, ეს სახლები ტრასასთან ახლოს არის. მანქანის გამტაცებლებს იოლად შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გარქნენ.
პოლიციელები კი შორს არიან და მართალი რომ გითხრათ, არც ვენდობით. ასე რომ, ალტერნატიულ გზებს მივმართავთ”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
