ფიგურული სრიალი საქართველოში ქომაგთა დიდი ოდენობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ როცა ნებისმიერ საქმეში შენი თანამემამულე მსოფლიოში სქორუპოვარი პირველია, მის ტრიუმფს უყურადღებოდ ვერ ავუვლით. ეთერ თუთბერიძემ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სპორტის ამ სახეობაში და მანამდე სწორუპოვარი ავტორიტეტი ტატიანა ტარასოვაც აღიარებს, რომ თუთბერიძის სკოლა კიდევ ბევრი წელი იქნება საუკეთესო. მორიგი ფურორი იაპონიაში მოხდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. მასპინძლებს საკუთარი ვუნდერკინდების იმედი ჰქონდათ. განსაკუთრებით, რიკა კაჰირასი, მაგრამ: 1. ალინა ზაგიტოვა (რუსეთი). 2. ელიზაბეტ ტურსინბაევა (ყაზახეთი). 3. ევგენია მედვედევა (რუსეთი). სამმა იაპონელმა მომდევნო სამი ადგილი გაიყო. კვარხლბეკზე ასული სამივე გოგონა ეთერ თუთბერიძის მოწაფეა. ერთადერთი, მედვედევამ შეიცვალა მწვრთნელი და ფრანგ ლეგენდა ბრაიან ორსერთან გადაბარგდა. ისიც მას შემდეგ, რაც თუთბერიძის ხელში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ კი ოქრო სანატრელი გაუხდა ცალკე თემაა თუთბერიძის საუკეთესო მოწაფე ალინა ზაგიტოვა. ის პირველია, ვინც სპორტის ამ სახეობაში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო: ოლიმპიადა, მსოფლიო, ევროპა, გრან-პრის ფინალი, რუსეთის ჩემპიონობა. არადა, ზაგიტოვა ჯერ 17 წლისაც არ არის… ფინალის შემდეგ ეთერ თუთბერიძე ტრადიციულად სიტყვაძუნწი იყო: “წარმატების მხოლოდ მას შემდეგ ვირწმუნე, როცა ოქროს მედალი უკვე ხელში მეჭირა. ახლა რას ვიზამთ? წავიყვან გოგონებს და არამხოლოდ სუშის, ყველაფრის ჭამის უფლებას მივცემ”.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/05/2026 | 11:34საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სიახლეები25/05/2026 | 11:34ქართული ჰეთ-თრიქი იაპონიაში
სიახლეები25/05/2026 | 11:34საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სიახლეები25/05/2026 | 11:33წიტაიშვილი კიევის “დინამოს” ძირითადში