შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის, ლი რობინსონის 5250 გირვანქა ვალი დაედო. რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი: კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან. იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მესის მესამეობა შეეყარა
ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო. წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია. მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია: 2006 წელს – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის,...
ბელგიას უნდა მოვუგოთ
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...
დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,...
კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო. დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა. ასეთი...
მოუნდათ ბიჭებს გოლი…
რა აღარ ხდება. მათ შორის სისულელეებიც. ორიოდ დღის წინ გაგაცანით ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის დაირხა ხმა, თითქოს გოლს რომ გაიტან საზეიმოდ მთელი გუნდით არ უნდა გადაცდე მოედნის ფარგლებს, რადგან მეტოქეს უფლება აქვს ბურთი ცენტრში დადოს და სანამ შენ ხაზებს გარეთ გიხარია, გოლი გაგიტანოს. კონკრეტული ფაქტებიც გვეწერა: ინგლისმა და პორტუგალიამ...
ზლატან, f*** off-ო
ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ...
ბოატენგი მიწასთან გაასწორეს
„მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა, ირლანდიელმა როი კინმა და ინგლისელმა გარი ნევილმა ბრიტანეთის ტელეეთერში გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი აბუჩად აიგდეს. ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა და შვედეთის მატჩის გარჩევისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლით გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. „ბოატენგი სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით დარბოდა. მოაშორონ იქიდან, მისი თამაში სამარცხვინოა. შეხვედრის ბოლოს გერმანია...
კუნთები ჩვენი საქმე არ არის
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას” სტილს. „კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის… ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები არ გახლავთ. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი და მისი შესაბამისი ფიზიკური მომზადება გვაქვს, აქცენტის კუნთებზე...
რატომ განრისხდა მო სალაჰი?
ამბობენ, მოჰამედ სალაჰი ისე გაბრაზდა, ეგვიპტის ნაკრებიდან კინაღამ გაიქცაო. გაქცევის ამბავი სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა, რომ გამოიყენეს — ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მას რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა უბოძა. მავანი იტყვის მერე რა მოხდაო, არადა „სანმა” შეიტყო, რომ „ლივერპულის” 26 წლის ვარსკვლავს ძალიან წყენია, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკურ სათამაშოდ ქცევისგან რომ არ დაიცვა. როგორც ამბობენ...









