ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა წითელი ბარათით არ დასაჯა. და აი, ლიგა 1-ის მსაჯთა ტექნიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი
ხვალ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული’’ „ვესტ ჰემს’’ ხვდება. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგების შემდეგ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ 12 შეხვედრაში 9 მარცხის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მას მაინც ენდობა, მაგრამ მედია და გულშემატკივრები ჰოლანდიელის შეცვლაზე აქტიურად ლაპარაკობენ. საიტმა This Is Anfield-მა ჩამოწერა 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეცვალონ სლოტი და 4 მიზეზი თუ...
რა სჭირს ბარკოლას?
„ლე პარიზიენის’’ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ბრედლი ბარკოლას შესახებ, რომელშიც გარემარბის ცუდ ფორმაზე ილაპარაკა. სევერაკმა გაიხსენა, რომ თუ კუნთის ტკივილის გამო „ლე კლასიკის’’ („მარსელი’’-პსჟ 1:0) გამოტოვებას არ ჩავთვლით, ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ყველაზე იღბლიანი თავდამსხმელია, რადგან ახალ სეზონში სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მან ბოლო ორ თვეში მხოლოდ 2...
რა ხდება არნე სლოტის ზურგს უკან?
არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე სავარაუდოდ ლაპარაკიც აღარ არის. და საქმე მარტო სტატისტიკა არ არის, „ლივერპულის’’ გულშემატკივარს ხარისხი ადარდებს. ზაფხულში დახარჯული...
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...
ტრამპი ცხრამეტი ქვეყნის წინააღმდეგ
ნოემბრის სანაკრებო კვირაში გაირკვა 2026 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების აბსოლუტური უმრავლების ვინაობა, შედგა ევროპული და საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფების წილისყრა. 48 მონაწილიდან 42 ცნობილია, დანარჩენები მარტში გაიკვლევენ გზას აშშ-ს, კანადისა და მექსიკის სტადიონებისკენ. ჩემპიონატამდე ნახევარი წელიწადი დარჩა, მაგრამ მას უკვე უწოდებენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებულს. აქტიურობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ხშირად აკეთებს მუნდიალთან...
მანეს სჯერა, რომ სალაჰი ამას განზრახ არ აკეთებდა
სენეგალელმა ვარსკვლავმა სადიო მანემ რიო ფერდინანდის პოდკასტში „ლივერპულის’’ დროინდელი ამბები გაიხსენა და მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მანე მერსისაიდელებს 2016 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დაჰყო. ის, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო და ეგვიპტელი სალაჰი გუნდის მრისხანე თავდასხმის ხაზს ქმნიდნენ. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი (ძველი ფორმულით), ევროპის სუპერთასი, მაგრამ იყო ერთი შეხვედრა, „ბარნლისთან’’, როდესაც...
რატომ სთხოვა ბარსამ ლევანდოვსკის, მეტი გოლი აღარ გაეტანა?
პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო. წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ მეტი, ჰქვია „ლევანდოვსკი. ავთენტური’’. მისი ავტორია სებასტიან სტაჟევსკი, რომელიც ასაჯაროებს საოცარ ამბავს. თურმე „ბარსას’’ ხელმძღვანელობამ...
„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს
ფლორიან ვირტცისგან „ლივერპულში’’ ბევრს ელოდნენ, მაგრამ გერმანელმა არ გაამართლა და 125 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი ინგლისური მედიის კრიტიკის ობიექტად იქცა. თანამემამულის დასახმარებლად ხმა გერმანულმა „შპორტ ბილდმა’’ აიმაღლა. ჟურნალმა დაწერა, რომ ვირცის პრობლემა მო სალაჰია. ეგვიპტელს მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზიანი მოაქვს, ის „ლევერკუზენიდან’’ გადასულ ახალწვეულს კი არ ეხმარება. ვირტცის ტრანსფერი იმავე „ლივერპულში’’ ალექსანდერ ისაკის „ნიუკასლიდან’’ 145...
რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და 2024 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მიიჩნევენ, მაგრამ საფრანგეთიც რომ ერთ-ერთი ფავორიტთაგანია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. „ლურჯებმა’’...









