კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
პელე და სხვები
დიდმა ბრაზილიელმა პელემ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომლის გამეორება დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო – მან მექსიკაში 6 საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო მის შემდეგ ბევრი წყალმა ჩაიარა და ბევრი ჩემპიონატი ვნახეთ, მაგრამ ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. მხოლოდ ოთხია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ხუთი შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია....
ალისონმა ჯერ ვერაო
4 აპრილს „ლივერპული’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის’’ სტუმრობს. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი. როგორც ლივერპულური საიტი This is Anfield წერს, გულშემატკივარს დიდი იმედი იმისა, რომ „ქალაქელებთან’’ შეხვედრაში კარს ალისონი დაიცავს არ უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ვიხილავთ. პორტალი წერს მოჰამედ სალაჰზეც,...
პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი
პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც...
ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება
ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ. იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის...
13 მაისს აღარ…
ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს. მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-იშ შეხვედრა კალენდრის თანახმად 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი ის...
ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადაიდოს ლანსისა და პსჟ-ს შეხვედრა
„პარი სენ ჟერმენი’’ ცდილობს ლიგა 1-ის კალენდრით 11 აპრილს დანიშნული შეხვედრა გადაადებინოს. მიზეზი: ის „ლივერპულთან’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის უწევს. თან შეხვედრა უწევს კონკურენტ „ლანსთან’’, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. პორტალმა so foot გამოაქვეყნა ჟურნალისტ კვენტინ ბალოს წერილი, რომელშიც ავტორს მოჰყავს ხუთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა ეთქვას უარი პარიზელებს. გთავაზობთ ამ მოსაზრებებს: …საფრანგეთის ფეხბურთის ლიგამ გასული...
ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა
შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა, რომ ნოემბერში, ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბმა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეანელა და შეამცირა. შესაბამისად,...
ალბათ მაინც ალონსო
ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა...
რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ
ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა...









