ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცასთან“ პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ითამაშა. 29 მაისს საპასუხო მატჩში გაირკვევა ამ ორიდან რომელი ითამაშებს ლიგა 1-ში და რომელი ლიგა 2-ში. შეგახსენებთ, რომ „ნანტი“ და „მეცი“ უმაღლესი დივიზიონიდან პირდაპირ გავარდნენ, ხოლო „ტროა“ და „ლე მანი“ ქვედა ლიგიდან აღზევდნენ. საფრანგეთში ერთი პოზიციაღა დარჩა გასარკვევი. შეხვედრა რომელიც „ჟოფრუა გიშარზე“ გაიმართა სანახაობრივი არ გამოვიდა....
კატეგორია: მთავარი ამბავი
ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდას როი კინსა და პორტუგალიელ ვარსკვლავს, ბრუნო ფერნანდესს შორის შავმა კატამ გაირბინა. მოგეხსენებათ ისინი გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები არიან. ფერნანდესს კინის ერთი ბოლოდროინდელი ნათქვამი არ მოეწონა და უპასუხა. არც პასუხის პასუხმა დააყოვნა. საქმე ასე იყო: პორტუგალიელმა საგოლე პასებში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ბოლო დღეს „ბრაიტონთან’’ 21-ე ასისტი შეასრულა. ამაზე 54 წლის კინმა თქვა,...
შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა 25 მაისს გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. „ჯვაროსნები“ 2...
კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ 1:0 მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც თქვა: „ბოლონიასთან“ 2:3 წაგების შემდეგ ვიგრძენი, რომ შექმნილი ვითარება არ მომწონდა. ასეთ დროს ადამიანს უნდა გეყოს გამბედაობა, რომ შენი აზრი დაუფარავად გამოთქვა. რასაც ვფიქრობ ცხოვრებაში არ დამიმალავს და არც...
არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
აწ უკვე გასულ სეზონში დაკნინებულმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ პრემიერლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო დღეს შეინარჩუნა. რობერტო დე ძერბის გუნდმა პალინიას გოლით „ევერტონს“ 1:0 მოუგო და „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუზე“ შეკრებილი ხალხი სიხარულით ცას სწია. შესაბამისად, გავარდა „ვესტ ჰემი“, რომელსაც „ლიდსთან“ 3:0-მა ვერ უშველა. „ჩაქუჩები“ ჩემპიონშიფში „ბარნლისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შეუერთდებიან. არადა, მათ 2023 წელს კონფერენციის ლიგა მოიგეს… ბოლო ჯერზე...




