მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ლიგა 1 უფრო მეტი ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი ვიდრე იტალიური სერია A. ამის მიზეზი რასაკვირველია „სკუადრა აძურას“ ჩავარდნაა ― იტალიის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა. პირველ ადგილზე უკონკურენტოდ არის ინგლისის პრემიერლიგა ― 163 მონაწილე. გერმანულ ბუნდესლიგას მუნდიალზე 100 ფეხბურთელი ეყოლება, ესპანურ ლა ლიგას ― 81. მათ 79 წარმომადგენლით მოსდევს საფრანგეთი.
რაც შეეხება სერია A-ს მას მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 ფეხბურთელი ეყოლება. შემდეგ მოდის საუდის არაბეთის პრემიერლიგა ― 47. საუდეთში 18 სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს.

ინგლისელების უპირატესობა იმითაც მტკიცდება, რომ 36 წარმომადგენელი ჰყავს ჩემპიონშიფს ანუ იერარქიით მეორე ლიგას, რომელიც მე-9 ადგილზეა. „მეორე ლიგა“ უსწრებს ნიდერლანდებსა (33) და პორტუგალიას (27). საფრანგეთის ლიგა 2 მხოლოდ 6 მონაწილით რასაკვირველია ინგლისელებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ქვედა-დივიზიონელი კლუბი არის გერმანული „კოსმოს კობლენცი“ სადაც ჰაიტელი ჟოსუე დუვერგერი თამაშობს.
ახალ ზელანდიელი ტომი სმიტი ინგლისის მეხუთე დივიზიონის „ბრეინტრის“ ფეხბურთელია.
ახლა ვნახოთ რა ხდება კლუბების მიხედვით: ჩემპიონთა ლიგის“ ზედიზედ ორგზის გამარჯვებულ პარი სენ ჟერმენს მუნდიალზე 16 ფეხბურთელი ეყოლება. მათგან ხუთი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს, ხოლო ოთხი პორტუგალიის ნაკრებში. ამდენივე ფეხბურთელითაა წარმოდგენილი დამარცხებული ფინალსტი „არსენალი“.
ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე „მანჩესტერ სიტის“ ჰყავს – 19. მეორეზეა 18 კაციანი „ბაიერნი“. მეხუთეზეა „ბარსელონა“ – 15. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 12 ფეხბურთელით ინგლისურ კლუბებს შორის მესამეზეა „კრისტალ პალასი“. ამდენივე ფეხბურთელი ჰყავს საუდეთის „ალ ჰალილს“, მადრიდის „რეალი“ კი 10 მოთამაშით მე-13 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 07:50რიკელმე: მე რეალში ჰოლანდს გადმოვიყვან
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 06:47ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!
კატეგორიის გარეშე03/06/2026 | 13:09ვის უმიზნებს პსჟ?
