კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
კვარას ფუნდამენტური ფაქტორი
ჩანაწერი

კვარას ფუნდამენტური ფაქტორი

პორტალმა ilnapolista სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა „ტორინოსა” და „ნაპოლის” შორის (0:4) საფუძვლიანად გაარჩია. ვინაიდან წერილი ვრცელია, მხოლოდ ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. მიმოხილვაში წერია: „მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი” ამ დღეს უწინდელთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გუნდად წარმოგვიდგა, მაინც ეტყობოდა, რომ მას ბურთის ფლობა უყვარს. თამაშის კონტროლისთვის „აძური” მთავარ ინსტრუმენტად სწორედ ბურთის ფლობის ხერხს...

ვიქტორ ოსიმენის ასკეტური ცხოვრება ნეაპოლში
ჩანაწერი

ვიქტორ ოსიმენის ასკეტური ცხოვრება ნეაპოლში

„ქალაქი ნიღბებში”, — ასე ჰქვია Sportweek-ის რეპორტაჟს ნეაპოლიდან. „ლა გაძეტა დელო სპორტის” ყოველკვირეული დამატება „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ჩვეულებრივ დღეზე გვიყვება — სად ცხოვრობს, ყველაზე ხშირად რომელ რესტორანში დადის, ვინ არის მისი დალაქი. ქალაქში მას მურალი მიუძღვნეს. ოსიმენი თავის პარტნიორ სტეფანისა და ქალიშვილ ჰეილისთან ერთად პოსილიპოს გორაზე, ვიალე კოსტაში ცხოვრობს. ეს არის წყნარი, მწვანეში...

თუ ტიტული მოვიგეთ ვერაფერს წამოგვაძახებენ…
ჩანაწერი

თუ ტიტული მოვიგეთ ვერაფერს წამოგვაძახებენ…

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სხვებთან შედარებით გამორჩეული წყვილი „მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნია“. წილისყრის შემდეგ მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი მიუნხენელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თუ საბოლოოდ ტიტულს მოვიგებთ, ვერავინ წამოგვაძახებს და იღბალსა და ათასგვარ სისულელეებზე ვერავინ ილაპარაკებს. ჩვენი ტრიუმფი ძალიან ღირებული და შესანიშნავი იქნება. ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გავიარეთ („ბაიერნს“ ჯგუფში მეტოქეებად...

10 ნომერი ხვიჩას? დარწმუნებული ვარ დიეგო მხარს დაუჭერდა…
ჩანაწერი

10 ნომერი ხვიჩას? დარწმუნებული ვარ დიეგო მხარს დაუჭერდა…

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალლე თამაშს წარსულში ცნობილი ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა. მათ შორისაა იტალის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯანფრანკო ძოლა. იტალიის ჩემპიონატში, „ატალანტას კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ქომაგები და ჟურნალილსტები ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, მარადონას საპატივცემულოდ, „ნაპოლიში“ გაუქმებულია....

ოსიმენი მომავალზე ალაპარაკდა
ჩანაწერი

ოსიმენი მომავალზე ალაპარაკდა

„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლიტანურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდება საკუთარ აგენტებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას და ერთად გამონახავენ საუკეთესო გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ იტალიელებთან ვიქტორის მოქმედ კონტრაქს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. „არ ვიცი, რა მელის მომავალში. სეზონის ბოლოს შევხვდები ჩემს წარმომადგენლებს და განვიხილავ ყველაფერს. ასევე ვაპირებ კლუბის უფროსობასთან საუბარს. „ნაპოლის” დიდად...

დინამოელებს იტალიელები უყურებენ
ჩანაწერი

დინამოელებს იტალიელები უყურებენ

თბილისის დინამოელები – ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი „სასუოლოს“ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. რა გასაკვირია, რომ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ ქართველ ტალანტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეთ. იტალიელები წერენ, რომ 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელები „დინამოს“ ეკუთვნიან. „სასუოლო“ მათ შეძენას მომავალი სეზონის წინ გეგმავს. მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც გასულ სეზონში ქართულ ლიგაში 5 გოლი გაიტანა და 7 მატჩი...

გვარდიოლა: არ ვიცოდი, რეკორდი მესის თუ ეკუთვნოდა
ჩანაწერი

გვარდიოლა: არ ვიცოდი, რეკორდი მესის თუ ეკუთვნოდა

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა ერლინგ ჰოლანდი „ლაიფციგთან“  ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მეორე ტაიმში. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პენტა-თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც შეცვალეს. ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. მოედანზე რომ დარჩენილიყო, ერლინგს ამ რეკორდის მოხსნის კარგი...

ვიერიც მოუთმენლად ელის…
ჩანაწერი

ვიერიც მოუთმენლად ელის…

ერთ-ერთ იტალიური გამოცემის  ეთერში ცნობლიმა იტალიელმა ფეხბურთელებმა კრისტიან ვიერიმ და ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. „მიმაჩნია, რომ დღესდღობით კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია, ის კომანზე და გრილიშზე ძლიერია, უბრალოდ, ფენომენია! – თქვა კასანომ, – მინდა, მისი სტაბილური თამაში ჩემპიონთა ლიგაშიც ვნახო. წელს რაც მან გააკეთა, ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ლეაოზე ბევრად მაგარია – „მილანის“ ფეხბურთელისგან განსხვავებით,...

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე…
ჩანაწერი

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე…

ესპანურ საკალათბურთო LIGA LEB PLATA-ში „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს, 22-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ და 67:82 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ბევრს ეცადა, თამაში გადაერჩინა და თავის გუნდს მოგებაში დახმარებოდა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს – ისიანმა 32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა (2 ორქულიანი, 4 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და...

ჩელისდან ერთი გუნდი მიდის
ჩანაწერი

ჩელისდან ერთი გუნდი მიდის

ლონდონის „ჩელსი” მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 11 ფეხბურთელს გაუშვებს. წყაროს ცნობით, ბენჯამინ ჩილუელი, მეისონ მაუნტი, მატეო კოვაჩიჩი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კრისტიან პულიშიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ცეზარ ასპილიკუეტა, კონორ გალაჰერი, ჰაკიმ ზიეში, კაი ჰავერცი და რაჰიმ სტერლინგი გუნდიდან წავლენ. აღსანიშნავია, რომ წინა ორ სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსიმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 611 მილიონი ევრო დახარჯა, სატრანსფერო ბაზარზე ასეთი აქტიურობა კლუბის...