ლონდონის „ჩელსი” მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 11 ფეხბურთელს გაუშვებს.
წყაროს ცნობით, ბენჯამინ ჩილუელი, მეისონ მაუნტი, მატეო კოვაჩიჩი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კრისტიან პულიშიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ცეზარ ასპილიკუეტა, კონორ გალაჰერი, ჰაკიმ ზიეში, კაი ჰავერცი და რაჰიმ სტერლინგი გუნდიდან წავლენ.
აღსანიშნავია, რომ წინა ორ სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსიმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 611 მილიონი ევრო დახარჯა, სატრანსფერო ბაზარზე ასეთი აქტიურობა კლუბის მეპატრონედ ამერიკელი ტოდ ბოულის მოსვლით არის განპირობებული.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ჩელსიმ“ 26 მატჩში 37 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
