ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ჩხუბი თბილისში, კრიზისი – თელავში
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მთავარ მატჩში, „ქართულ კლასიკოში“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, შეხვედრის დამთავრების შემდეგ იშვიათი ამბავი მოხდა, მინდორზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა 9 (!) ფეხბურთელი გააძევა – 5 „დინამოდან,“ ოთხი – „ტორპედოდან…“ რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ის დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს 2:0 და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს...
28-ე წაუგებელი, 10 მოუგებელი
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „იბერიამ“ ისევ გაიმარჯვა. ამჯერად თბილისის „დინამოსთან.“ ერთადერთი ბურთი ამირან ძაგანიამ გაიტანა 70-ე წუთზე. ეს ძაგანიას პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში. ამისდაკვალად, „იბერია“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია მიმდნარე სეზონში, შაშანდლიდან მოყოლებული კი იბერიელებს 28 მატჩია არ წაუგიათ. „იბერია 8 ქულით უსწრებს „დილას.“ რომელმაც თრილერი გამართა ერთ-ერთ აუტსაიდერ „საგურალთან – 4:3. მე-18 წუთისთვის...
იბერია კოლხეთმა შეაჩერა
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილებები არ მომხდარა. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ლიდერმა „იბერიამ“ „კოლხეთთან“ მატჩში ფრედ დაასრულა. თბილისელებისთვის ეს შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ზედიზდ 27-ე წაუგებელი მატჩი გახლდათ. იბერიამ ორი ქულა კი დაკარგა, თუმც მაინც საგრძნობი უპირატესობით უსწრებს უშუალო მდევარ „დილას,“ რომელმაც „ბათუმი“ სტუმრად 3:0 გაანადგურა. ქართლელების უპირტესობა უფრო დიდი იქნებოდა 36-ე წუთზე ანდრონიკაშვილს...
იბერია სრული სვლით
„იბერიას“ ვერავინ აჩერებს. ლევან კორღალიძის გუნდმა ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და უშუალო მდევარს 10 ქულით გაუსწრო. უშუალო მდევარი კი ამჯერად გორის „დილაა“, რომელმაც თელავში კახური კლუბი დაამარცხა და მეორე ადგილზე დადგა. თელაველები ორჯერ უგებდნენ გორელებს, მაგრამ სტუმრებმა ბოლოსკენ მაინც იძალეს. „დინამომ“ „გარეჯს“ 2:1 მოუგო და მესამე ადგილზე აინაცვლა. ორიდან ერთი გოლი საქართველოს...
იბერია +9
ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი). მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება....
ბლესა ბოლო წუთზე…
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც ლიდერმა „იბერიამ“ უშუალო მდევარ „დილას“ უმასპინძლა. თბილისელებმა ირაკლი სიხარულიძის გოლით 1:0 მოიგეს, 30 ქულა მოაგროვეს და გორელებს 7 პუნქტით გაუსწრეს. ამასობაში „ბათუმმა“ „გაგრასთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და 24 ქულით მეორე საფეხურზე დადგა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ბოლო წუთამდე აგებდნენ, მაგრამ მშველელად ისევ ჯალენ ბლესა გამოუჩნდათ. ესპანელისთვის...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
ჰეთ-თრიქი და ზედიზედ მეოთხე მარცხი
ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო....
ზეიმი მინდორზე…
საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ეროვნული გუნდი – 6:1 (ორი მატჩის ჯამში – 9:1) და ერთა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დისკვალიფიცირებული კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ. სასტარტოში გამოჩდნენ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი. ზღაპრულ პირველ ტაიმს ცოტა დაბნეული მეორე ნახევარი მოჰყვა. საერთოდ კი პირველი მატჩის შემდეგ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჩვენებურებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ნამდვილი...









