ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად...
Author: სოლომონ გულისაშვილი
აბდალას გოლი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს. „იბერია“ კი „გარეჯს“ შინ 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმართა კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა. ეს „გარეჯის“...
გოცირიძის დუბლი და 300
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა… „იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩა. გორელებმა შინ „სამგურალს“ 2:1 მოუგეს. საინტერესოა, რომ „დილამ“ ბოლო 11 მატჩიდან ათჯერ გაიმარჯვა. წყალტუბოელები...
აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52. „იბერიამ“ წლევანდელ სეზონში...
წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ...
წითელი ტური
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება. ცალკე გამოსაყოფია კანკავას ამბავი – 39 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი… ამჯერად...
ექვსქულიანების ტური
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო საინტერესო, შეძლებდა თუ არა „დილა“ გალიდერებას. მაგრამ ყველაფერი საპირისპროდ მოხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა ექვსი უპასუხო...
ოდენ ქულა
… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და...
წითელი ტური
ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...
ცივი
2012 წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა – ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ევროპული გუნდის შემთხვევაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. ლონდონელები შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ „კორინთიანსთან“. ცხრა წლის თავზე, ინგლისურმა ბობოლამ ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი „პალმეირასთან“ ისევ გაუჭირდა, დამატებით დროში ჰავერცის პენალტის წყალობით გაიმარჯვა. მით უფრო გასაკვირია, რომ...









