Breaking News

იბერია კოლხეთმა შეაჩერა

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, თამასებიანი ფეხსაცმლები and ტექსტი გამოსახულება
„სამგურალმა“ ბევრი მომენტი კი შექმნა, მაგრამ „ტორპედოს“ ვერ გაუტანა და 0:1 წააგო

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილებები არ მომხდარა. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ლიდერმა „იბერიამ“ „კოლხეთთან“ მატჩში ფრედ დაასრულა. თბილისელებისთვის ეს შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ზედიზდ 27-ე წაუგებელი მატჩი გახლდათ. იბერიამ ორი ქულა კი დაკარგა, თუმც მაინც საგრძნობი უპირატესობით უსწრებს უშუალო მდევარ „დილას,“ რომელმაც „ბათუმი“ სტუმრად 3:0 გაანადგურა. ქართლელების უპირტესობა უფრო დიდი იქნებოდა 36-ე წუთზე ანდრონიკაშვილს პენალტი რომ გაეტანა.

ბათუმელებისთვის ეს მიჯრით მესამე მარცხი გახლდათ, გორელებმა კი ლიდერთან სხვაობა ორი ქულით შეამცირეს.

კახური დერბი, რომელიც თბილისში გაიმართა, „გარეჯსა“ და „თელავს“ შორის უგოლოდ დასრულდა. იმერულ დერბიში „სამგურალსა“ და „ტორპედოს“ შორის, სტუმრებმა იმარჯვეს ნორვეგიელი იონსენის გოლით. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ, „სამგურალი“ კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა.

„გაგრასა“ და „დინამოს“ (1:1), მატჩში ორი ფეხბურთელი გააძევეს: არბიტრმა ფარჯიკიამ ჯერ დინამოელი კანკავა დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის, შემდეგ გაგრელი გოცირიძე.

მე-15 ტურის შემდეგ „იბერია“ კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს 37 ქულით და 8 პუნქტით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „დილას.“  მესამეზე 26-ქულიანი „დინამოა.“

სამგურალი 0:1 ტორპედო

0:1 იონსენი (17)

გარეჯი 0:0 თელავი

გაძევება: ცეცხლაძე (8) – გარეჯი 

კოლხეთი 2:2 იბერია

0:1 გიზო მამაგეიშვილი (20), 1:1 აბუაშვილი (43), 2:1 ჩიხრაძე (56), 2:2 სილაგაძე (64)

ბათუმი 0:3 დილა

0:1 ტიბუე (45), 0:2 შეყილაძე (67), 0:3 კონტე (77) 

გაგრა 1:1 დინამო

1:0 ხარებაშვილი (14), 1:1 ვაწაძე (18)

გაძევება: კანკავა (44) დინამო; გოცირიძე (78) – გაგრა

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.