ალისონ ბეკერის ტრავმის გამო „ლივერპულის’’ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ბოლო შეხვედრაში, სტამბოლში „გალათასარაის’’ წინააღმდეგ ის მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში, მატჩის შემდეგ კი ანდრე სლოტმა თქვა, რომ ალისონს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც მამარდაშვილს ძირითადი შემადგენლობის კარს უხსნის. შემდეგ The Athletic‑მა დაწერა, რომ ბრაზილიელი მწყობრში ნოემბრის სანაკრებო კვირეულის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება. ესე იგი შემდეგი 8 შეხვედრის...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
საქართველოსთან იამალი არ იქნება
ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს საქართველოს მასპინძლობს, ამიტომ ყველაფერი რაც ამ გუნდში და მის გარშემო ხდება ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და ბულგარეთთან სათამაშოდ გამოიძახა ლამინ იამალი, რამაც „ბარსელონას’’ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გააბრაზა. როგორც გაირკვა იამალს ფეხი გამიზეზებია და კატალონიელთა პროტესტის შედეგად „ლა როხას’’ თავკაცს ფეხბურთელზე უარის თქმა მოუხდა. 18 წლის ვარსკვლავი ეროვნულ...
კვარა შეიძლება ხვალ დაბრუნდეს
პარასკევს „პარი სენ ჟერმენმა’’ წვიმაში ივარჯიშა. წინა დღეს ბარსელონაში (2:1) გამარჯვებულ შემადგენლობას დასვენების დღე ჰქონდა. ვარჯიში ჩატარდა პრინციპით „ა ლა კარტ’’ ანუ ვინ როგორ ― ზოგი მკურნალობდა, ზოგი დარბაზში ვარჯიშობდა და ზოგიც მოედანზე იყო. პსჟ კვირას ლილში თამაშობს. „ლილი’’ ის გუნდია, რომელმაც შუა კვირაში პარიზელთა მსგავსად ევროთასზე გამოიჩინა თავი – „რომას’’ მოუგო 1:0. გავიხსენოთ პარიზელთა...
მამარდა ჩელსისთან, იუნაიტედთან, სიტისთან, აიტრახტთან, რეალთან
„ლივერპულის’’ ბრაზილიელი მეკარე ალისონი მოედანს სავარაუდოდ ნოემბრის სანაკრებო კვირეულის შემდეგ დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს თამაშებში მერსისაიელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. The Athletic წერს, რომ ორთავა კუნთის დაშავების გამო ალისონს რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება მოუწევს. ლაპარაკია შეხვედრებზე „ჩელსისთან’’, „მანჩესტერ იუნაიტედთან’’, „ფრანკფურტთან’’, „ბრენტფორდთან’’, „კრისტალ პალასთან’’, „ასტონ ვილასთან’’, „რეალთან’’ და „მანჩესტერ სიტისთან’’. ამ მატჩებში მოედანზე მამარდაშვილს...
მიქაუტაძის ვილიარეალი ხვალ რეალს ხვდება
შაბათს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ „რეალს’’ სტუმრობს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა „ბერნაბეუზე’’ ბოლო ხუთი თამაში წააგო. ასტურიელი მწვრთნელი მადრიდში „რეალთან’’ წაგებას ბოლოს 2017 წელს გადარჩა, როდესაც „ვალენსიას’’ ედგა სათავეში. ის შეხვედრა 2:2 დამთავრდა. მას მერე მარცხს მარცხი მოსდევს. მარსელინომ „ბერნაბეუზე’’ ჩაიყვანა „ვალენსია’’, „ბილბაო’’ და „ვილიარეალი’’...
ესპანური მედიის შეშფოთება: იამალმა უხეიროდ ითამაშა
ესპანეთში, განსაკუთრებით კი კატალონიაში კვლავ ლაპარაკობენ „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ოთხშაბათის თამაშზე, რომელიც პარიზელი სტუმრების გამარჯვებით დამთავრდა – 2:1. ადგილობრივი მედია დამნაშავეს ეძებს, მადრიდული მედია კი სიხარულს ვერ მალავს. წერენ ყველა ფეხბურთელსა და ასპექტზე, მაგრამ თვალშისაცემი მაინც ლამინ იამალის შესახებ გამოქვეყნებული წერილების სიმრავლეა. მასზე როგორც ბარსელონელ ასევე მადრიდელ ჟურნალისტებს როგორც ჩანს ერთნაირი შთაბეჭდილება დარჩათ....
ჰანსი ფლიკი: ჩვენ პსჟ-ს დონეზე ჯერ არ ვართ
„შეიძლებოდა გაცილებით უარესიც ყოფილიყო’’, ― თქვა კატალონიური TV3-ცნობილმა წამყვანმა ვიქტორ პატსიმ, ― პარიზელებო, თქვენ დიდებული გუნდი გყავთ. მხოლოდ 1:2 წავაგეთ და ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ. „პარი სენ ჟერმენი’’ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან გუნდთაგანია, რომელმაც ბოლო ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „ბარსა’’ დაჩაგრა. დაუჯერებელია’’. იმ ვეტერანი ჟურნალისტის სიტყვები, რომელიც „ბლაუგრანას’’ თამაშს 1990-იანი წლებიდან, იოჰან კრუიფის ეპოქიდან აშუქებს...
შხამიანი ჟორჟი
„მან იცის შხამიანი კბენა. გაიტანა და კიდევ შეძლო. საჯარიმოში არ ორჭოფობს. მეორე ტაიმი პირველზე უარესი გამოუვიდა’’, ― ასე დაახასიათა ჟორჟ მიქაუტაძე AS-მა წერილში, რომელიც „ვილიარეალის’’ ფეხბურთელებს მიეძღვნა: ესპანურმა გუნდმა „იუვენტუსთან’’ 2:2 ითამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა. 36 გუნდიან ცხრილში, რომელსაც „ბაიერნი’’ ლიდერობს „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ 26-ე ადგილზეა. მასპინძლები პირველი ტაიმის...
ფეხბურთში მწვანე ბარათიც აფრიალდა
ვინ წარმოიდგენდა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მაროკოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის ისტორიაში შევიდოდა? შეჯიბრება ჩილეში მიმდინარეობს, 27 სექტემბერს დაიწყო და 19 ოქტომბერს დამთავრდება. ზემოხსენებული თამაში ისტორიაში პლასტმასის მართკუთხა ბარათის წყალობით შევიდა. წითელი და ყვითელი ბარათების შესახებ ხომ ყველას გვსმენია და ჩილეში მწვანე ბარათიც აფრიალდა. ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველად მაროკოელ და ესპანელ ახალგაზრდათა შეხვედრაში მოხდა....
გამარჯვება დეტალებში იმალება
გუშინ, ცენტრალური ევროპის დროით საღამოს 9 საათზე „პარი სენ ჟერმენმა’’ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე, „მონჟუიკზე’’ ივარჯიშა. ესპანური პრესა წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდს აკლდა ოთხი წამყვანი ფეხბურთელი, ხოლო კიდევ სამის ამბავი გაურკვეველია. პრეს-კონფერენციაზე ასტურიელმა მწვრთნელმა ვინ მოთვლის მერამდენედ გამოხატა თავისი სიყვარული „ბარსელონას’’ მიმართ. თქვა, რომ ის გუნდის რიგითი გულშემატკივარია, აღფრთოვანებით ილაპარაკა „ბლაუგრანას’’ ნახევარმცველზე პედრიზე, რომელსაც ჰარი...









