ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ „ბარსელონას’’ მაიამიში უმასპინძლებს. ეს თამაში 20 დეკემბერს არის დანიშნული. ბუნებრივია, მატჩის ამერიკაში გადატანამ ესპანეთში ბევრი გააღიზიანა, მათ შორის ფეხბურთელები. არადა, ლა ლიგამ მთავარი ბიუროკრატიული საკითხი საკითხი მოაგვარა და უეფას ნებართვა მიიღო. ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწერა, რომ კლუბების კაპიტნები გაბრაზებულები არიან. ისინი ითხოვენ, პოსტ-ფაქტუმ კი...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
აშშ და მუნდიალი-2026
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს...
ჯერარდი წითელი ქუდით და მის გარეშე
„ლივერპულის’’ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საყვარელი კლუბიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისნაირად არ წავიდოდა. ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელთა აკადემიაში ექვსი წლისა მივიდა, ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 2016 წელს დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდა. გასულ ზაფხულს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში’’ გადავიდა, რამაც „წითლების’’ გულშემატკივრები გაანაწყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში „არსენალთან’’ ტრიბუნებმა მას ობსტრუქცია...
ბარკოლას ქრონიკული ტრავმა აღმოუჩინეს
ბევრს ეგონა რომ წინა სანაკრებო კვირეულის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა. ეროვნული გუნდის ახალი შეკრების პირველსავე დღეს, 6 ოქტომბერს მხარეებს შორის შუღლი გაძლიერდა. მიზეზი: ბრედლი ბარკოლას ტრავმა. ბარკოლა რომელმაც კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში ლილში ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც შეცვალეს, არანაირი პრობლემა არ ეტყობობდა, შატო...
მამარდამ ფანებს მიმართა
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე’’ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა. მისი სადებიუტო შეხვედრა მერსისაიდელთა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, სტუმრებმა 1:2 წააგეს, მაგრამ თავად გიორგიმ დამაკმაყოფილებლად ითამაშა. იმ ეპიზოდებში, როდესაც მას გოლები გაუტანეს, ვერაფერს გააწყობდა. ორი დარტყმა ეფექტურად მოიგერია. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „ლივერპულის’’ ზედიზედ მესამე მარცხი. მანამდე „წითლებმა’’ წააგეს „კრისტალ პალასსა’’ და „გალათასარაისთან’’. ახლა იწყება...
ფრე როგორც ორი წლის წინ
ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის ბოლოს იტან მბაპე, კილიანის ძმა „ლილისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შევიდა და საფრანგეთის ჩემპიონს გოლი გაუტანა. მატჩი დამთავრდა ფრედ – 1:1. თამაში რომლის ბოლო 14 წუთი 18 წლის თავდამსხმელმა მოედანზე გაატარა თანაბარი და შეიძლება ითქვას უინტერესო იყო. იმაში, რომ სტუმრები დიდად ვერ გაიბრწყინებდნენ გასაკვირი ალბათ არაფერი იყო, რადგან...
გოგლიჩიძის ფრე
საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ’’ „კალიარის’’ უმასპინძლა ― 1:1. ამით უდინელებმა მიჯრით ორწაგებიანი პერიოდი დაასრულეს, მაგრამ მოგებით ვერ მოიგეს. ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მიზანს ჯენარო ბორელიმ მიაღწია. 58-ე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა მცველმა კრისტიან კაბასელემ გაქვითა. „უდინეზეს’’ კიდევ შეეძლო გოლის გატანა. მასპინძლებმა მარტო პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყეს ძელს. შესვენების შემდეგ ერთი ხეირიანი მომენტი გოგლიჩიძემაც გაუშვა ხელიდან, მაგრამ...
ზურიკოს ორი გოლი ჩაშლილი მატჩიდან ექვს თვეში
ექვსი თვის წინ ლიგა 1-ის აუტსაიდერების „მონპელიესა’’ და „სენტ ეტიენის’’ თამაში ვერ დამთავრდა. სტუმრები ლუკა სტასენის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ტრიბუნაზე არეულობა დაიწყო, მეორე გოლით უკმაყოფილო ფანებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს და შეხვედრა შეწყდა. ამჯერად, ლიგა 2-ში იმავე სტადიონზე იმავე გუნდების მატჩი ბოლომდე მივიდა. „მწვანეებმა’’ კვლავ 2:0 მოიგეს, ოღონდ ამჯერად 90 წუთში და ზურიკო დავითაშვილის...
ქართველი პატარა ეშმაკი
AS წერს: „მიქაუტაძე პატარა ეშმაკია. მას მერე რაც ის მოედანზე გამოჩნდა მადრიდელ მცველებს ორიენტაცია აერიათ. მან გაიტანა შესანიშნავი გოლი, რომლითაც სხვაობა შემცირდა, მაგრამ ამას დიდი სარგებელი არ მოჰყოლია’’. ქართველი ფორვარდის გოლს სარგებელი იმიტომ არ მოჰყოლია, რომ „რეალმა’’ შინ აჯობა „ვილიარეალს’’, რომელიც 77-ე წუთის მერე მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო ― ურუგვაელი სანტიაგო მოურინიო გაუგდეს. ამ შეხვედრაში...
კარგი დებიუტი უიღბლო შეხვედრაში
ახალ სეზონში შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლის გამო „ლივერპული’’ უკვე მეორედ დამარცხდა. ამჯერად ეს „სტემფორდ ბრიჯზე’’ „ჩელსისთან’’ მოხდა. შეხვედრის პირველი გოლიც ლონდონელებმა გაიტანეს, ეკვადორელმა მოისეს კაისედომ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ჩაჭედა ბურთი. მეორე ტაიმში სტუმართა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა (ბურთი მარჯვენა ფრთიდან დომინიკ სობოსლაიმ ჩააწოდა, საჯარიმოში კი ის ალექსანდერ ისაკმა მიიღო მოხერხებულად), მაგრამ 90+5 წუთზე...









