შაბათს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ „რეალს’’ სტუმრობს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა „ბერნაბეუზე’’ ბოლო ხუთი თამაში წააგო.
ასტურიელი მწვრთნელი მადრიდში „რეალთან’’ წაგებას ბოლოს 2017 წელს გადარჩა, როდესაც „ვალენსიას’’ ედგა სათავეში. ის შეხვედრა 2:2 დამთავრდა. მას მერე მარცხს მარცხი მოსდევს. მარსელინომ „ბერნაბეუზე’’ ჩაიყვანა „ვალენსია’’, „ბილბაო’’ და „ვილიარეალი’’ და სამივე გუნდის ხუთ შეხვედრაში დამარცხდა. სავალალოა ბურთების სხვაობაც: 2:12.
ამ ხუთიდან ბოლო ორ თამაშში მარსელინო „ვილიარეალს’’ ედგა სათავეში. პირველი შეხვედრა დამთავრდა 1:4, ხოლო მეორე 0:2.
„ბილბაოსთან’’ ერთად მიქაუტაძის ახლანდელმა თავკაცმა 1:3 და 0:1 წააგო, ხოლო „ვალენსიასთან’’ ერთად — 0:2.
მარსელინოს „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ „რეალი’’ კარიერაში ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული. ეს 2006 წელს მოხდა, როდესაც „ვილიარეალის’’ დღევანდელი თავკაცი „უელვას’’ ედგა სათავეში. „უელვა’’ დღეს ესპანური ფეხბურთის მეოთხე ლიგაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
