ესპანეთში, განსაკუთრებით კი კატალონიაში კვლავ ლაპარაკობენ „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ოთხშაბათის თამაშზე, რომელიც პარიზელი სტუმრების გამარჯვებით დამთავრდა – 2:1. ადგილობრივი მედია დამნაშავეს ეძებს, მადრიდული მედია კი სიხარულს ვერ მალავს. წერენ ყველა ფეხბურთელსა და ასპექტზე, მაგრამ თვალშისაცემი მაინც ლამინ იამალის შესახებ გამოქვეყნებული წერილების სიმრავლეა. მასზე როგორც ბარსელონელ ასევე მადრიდელ ჟურნალისტებს როგორც ჩანს ერთნაირი შთაბეჭდილება დარჩათ. ერთი სიტყვით, მთელი ესპანეთი შეშფოთებულია.
AS: „მასპინძლების 10 ნომერს ევროპულ სარბიელზე რთული საღამო ჰქონდა. მეორე ტაიმში ერთი დრიბლინგიც ვერ შეასრულა. გამოფიტულს ჰგავდა’’.
არადა შეხვედრის დასაწყისში იამალით ყველა აღფრთოვანებული იყო, განსაკუთრებით რულეტით, რომლითაც ნუნუ მენდეში და ვიტინია ჩამოიტოვა. კარგი სანახავი იყო რამდენიმე სხვა ეპიზოდშიც, მაგრამ შესვენების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა.
AS: „აღარ იყო ის ლამინი რომელიც მოედანზე დომინირებს და რომლის ყურებასაც შეჩვეულები ვართ. მეტიც, დომინაცია კი არა, მეორე ტაიმში ერთი დრიბლინგიც ვერ შეასრულა, ჯარიმა სადღაც ცაში დაარტყა და საჯარიმოს ვერც გარედანაც დაუმიზნა ხეირიანად. შტეფსელიდან გამოთიშულს ჰგავდა’’.
მარკა: „პედრი შეხვედრას ვერ აჰყვა, ისევე როგორც ლამინ იამალი, რომელიც საუკეთესო ფორმისგან შორს იყო. საინტერესოა, რომ პსჟ-გან განსხვავებით „ბარსელონას’’ დაღლილობა მოერია, არადა პარიზელებს ზაფხულში ფაქტობრივად არ დაუსვენიათ. მათ ხომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს’’.
გაზეთი წერს, რომ როგორც ჩანს იამალმა ესპანეთის ნაკრებში თამაშის დროს ნატკენი საზარდული ჯერაც ვერ მოიშუშა. სწორედ ამის გამო გამოტოვა იამალმა შეხვედრა „ნიუკასლთან’’.
18 წლის ვარსკვლავი პარიზელთა პორტუგალიელმა მცველმა ნუნუ მენდეშმა დაჩრდილა. შეხვედრის ბოლოს კი მენდეში ლუკა ერნანდესმა შეცვალა და ამოცანას მანაც გაართვა თავი.
AS: „საბოლოოდ ლამინი გაიგუდა, დრიბლინგი ვერ შეძლო და როდესაც სისხარტემ უმტყუნა, ყვითელი ბარათიც მიიღო’’.
ახლა, რამდენიმე დღეში საკლუბო შეჯიბრებები დროებით წყდება და წინა პლანზე სანაკრებო კვირეული გამოდის. ესპანელებს საქართველოსა და ბულგარეთთან ელით შეხვედრა. საინტერესოა, ათამაშებს ლუის დე ლა ფუენტე იამალს ამ შეხვედრებში?
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
