საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა მისთვის შესაფერის კალაპოტში დაბრუნებულიყო და „რენს’’ 5:0 მოუგო. ამ გამარჯვებამ პარიზელები მაქსიმალურად მიუახლოვა „ლანსს’’, რომელსაც ახლა ერთი ქულით ჩამორჩება. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აღიარეს ორი გოლის ავტორი ხვიჩა რენკვარაცხელია. Maxifoot-მა ქართველს 10-დან 8 ქულა დაუწერა, სიტყვებით კი მისი თამაში ასე შეაფასა: „სეზონის დასაწყისიდან შედარებით ჩამქრალმა...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
კვარას გაღვიძების დრო
ტრიბუნაზე იჯდა ეტან მბაპე, მოედანზე კი იყო შვიდი ნომერი, რომელმაც მთელი „პარკ დე პრენსი’’ როგორც ერთი კაცი ისე წამოაყენა ფეხზე. ფოტოს რომელიც თქვენ წინაშეა შეეძლო დროის მანქანის როლიც ეთამაშა, მაგრამ მან თანამედროვე თავდამსხმელების წყვილისკენ გამავალი ფანჯარა გახსნა. ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც წინა დღეს „ლილის’’ შემადგენლობაში „მარსელს’’ გოლი გაუტანა, შაბათს თავისი ბავშვობის კლუბის სანახავად მივიდა,...
კელეჰერი: მეორე მეკარეობა ძნელია
კუივინ კელეჰერის ამბავი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, რადგან ამ ირლანდიელი მეკარის ამბავმა შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გაახსენოს. კელეჰერმა „ლივერპულში’’ შვიდი წელიწადი გაატარა და მათგან ხუთი ალისონის თადარიგში იჯდა. საბოლოოდ ჩინებულმა მეკარემ თავს უშველა, 18 მილიონ გირვანქად „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაში ეღირსა. ბენ ფოსტერთან „ფოზკასტში’’ საუბრისას კელეჰერმა თავისი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა. „გულწრფელად რომ გითხრათ ეს იყო მნიშვნელოვანი...
მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე
ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ჩატარდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელზეც გაირკვა, რომ 21-ე საუკუნის ორი უდიდესი ვარსკვლავი ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბოლოს და ბოლოს მუნდიალზეც შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს შესაძლოა მოხდეს მეოთხედფინალში, როდესაც მათი ჯამური ასაკი 80 წელი იქნება. პორტუგალია K ჯგუფში კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და ჯერაც გაურკვეველ მეტოქესთან (ერაყი, სურინამი ან ბოლივია) ერთად მოხვდა,...
მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?
„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია’’, ― ასე აღწერა თავისი განცდები „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვესტ ჰემთან’’ 1:1-ის შემდეგ. ზუსტად ეს სიტყვები თქვა გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმაც. კინი: „სიტყვა, რომელსაც ახლა ყველა იმეორებს არის იმედგაცრუება. მე ამ გუნდის არ მწამს, არ მჯერა. გოლების გატანა იცის, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი...
ჩაბი ალონსოს ოთხი სათადარიგო კარგ ფორმაში სჭირდება
ოთხშაბათს „რეალმა’’ ლა ლიგაში სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და „სან მამესზე’’ „ბლიბაოს’’ შთამბეჭდავად მოუგო 3:0, მაგრამ იმავე შეხვედრაში დაშავდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა. ამბობენ, რომ ინგლისელ მცველს შეიძლება ორ თვეზე მეტი გაუცდეს, ფრანგი კი შედარებით იოლად გამოვიდა მდგომარეობიდან. ის სავარაუდოდ შაბათს „სელტასთან’’ ითამაშებს. ალექსანდერ-არნოლდი საუკეთესო ფორმას უახლოვდებოდა. ამის ნათელი დასტური იყო ის ფეხბურთი რომელიც...
ბოლო ცნობები პარიზელთა ვარჯიშიდან
„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ. რამდენიმე დღის წინ 2025...
ლამაზი მოგება ორი ტრავმით
„რეალმა’’ ბილბაოში „სან მამესზე’’ 3:0 მოიგო და საყოველთაო აზრით მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. „სამეფო კლუბისთვის’’ სასიხარულო საღამოს ჩრდილი ორმა ტრავმამ მიაყენა: 55-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა, ათი წუთის შემდეგ კი ედუარდო კამავინგამ დატოვეს მოედანი. მწვრთნელი ჩაბი ალონსო რასაკვირველია კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ლა ლიგაში მიჯრით სამი ვერ-მოგების შემდეგ სამი ქულა მოიპოვეს. შემდეგ შეხვედრას...
ლივერპული შინ წაგებას გადარჩა
„სანდერლენდის’’ ფრანგი მცველის, 28 წლის ნორდი მუკიელეს უიღბლობამ, ფლორიან ვირცის დარტყმული ბურთის თავის კარში ჩაჭრამ „ლივერპულს’’, რომლის კარს კვლავ არ იცავდა გიორგი მამარდაშვილი, ქულა გადაურჩინა. ეს იყო მერსისაიდელების პირველი ფრე მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად. 14 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი 22 ქულით მე-8 ადგილზეა. ლიდერ „არსენალს’’ 33 ქულა აქვს. ანგარიში მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მაროკოელმა...
შევალიემ ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა
იმას, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, სასწაული უწოდეს. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლამინ კამარამ ფრანგ მეკარეს ფეხში ჩაარტყა. მატჩის დამთავრების შემდეგ შევალიემ თქვა: „დღეს ჩემი კარიერია შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო. გამიმართლა’’. მსაჯებმა „მონაკოს’’ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარეს, რაც ლიგა 1-ის არბიტრთა დეპარტამენტმა ორიოდ დღის შემდეგ შეცდომად მიიჩნია. „ლილის’’ ყოფილი გოლკიპერი კი „პარიზიენის’’...









