ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს.
„ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე.
ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო სტატისტიკის მიუხედავად, ლატრესა და ლეო მესის შორის საუკეთესო ურთიერთობა არ არის. არბიტრი და ვარსკვლავი ბოლოს 2018 წლის 29 სექტემბერს, „კამპ ნოუზე”, ბილბაოს „ატლეტიკთან” მატჩის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. თამაშის 1:1 დასრულების შემდეგ კამერებმა ჩაავლეს, თუ როგორ ეუბნებოდა არგენტინელი ვარსკვლავი მსაჯს: „შენ მე სულ მემუქრები, შენ მე სულ მემუქრები. ყოველთვის ერთი და იგივე. ერთი და იგივე”.
იმ დღეს მესი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და შემდეგ მსაჯებს ბასკთა გუნდისადმი სიმპათიასა და კუთხურის არდანიშვნაში დასდო ბრალი.
და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მესისა და ლატრეს შორის გაუგებრობა მოხდა. 2016-17 წლების სეზონში, სევილიაში, ლატრემ მესი იმიტომ გააფრთხილა, რომ ის მოედანზე თასმებს დინჯად იკრავდა — დროის გაყვანაში დასდო ბრალი. ის შეხვედრა „ბარსამ” 2:1 მოიგო. „ბარსელონამ” ბარათი გააპროტესტა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
