ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს. „ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე. ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო...
