„რეალი” ზაფხულისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს — „იუვენტუსისგან” პაოლო დიბალა უნდა იყიდოს. 25 წლის არგენტინელი ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში სერია A-ს 115 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, რაც იტალიური ლიგისთვის ბევრია.
მადრიდელთა ხელმძღვანელობა 2019 წლის ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და თუ დიბალას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა მართლა მოახერხა, ეს დიდი დარტყმა იქნება „მანჩესტერ სიტისთვის”, რომლის მწვრთნელი პეპ გვარდიოლაც უკვე წლებია არგენტინელთან მუშაობაზე ოცნებობს. მას პოლონური წარმოშობის თავდამსხმელის შეძენა ჯერ კიდევ „ბაიერნში” მუშაობის დროს უნდოდა.
„რეალთან” დაახლოებულმა წყარომ ინგლისურ პრესას შეატყობინა, რომ პაოლო დიბალას გადაბირება „თეთრების” პრეზიდენტისთვის ფლორენტინო პერესისთვის ამ ეტაპზე უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ არ არის გამორიცხული საპირისპირო მიმართულებით, „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდეს ისკო და მხარეებმა ეს ყველაფერი ერთ ფინანსურ კომბინაციაში ჩასვან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი