ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება. თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა. სავარაუდოდ, ჩინელები 500 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებენ. ახლა „სტემფორდ ბრიჯი“ 41 631  მაყურებელს იტევს, ახალი – 60 ათასს დაიტევს. თუმცა ეს...

გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!

გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!

დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ  ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ. უელსამდე საქართველოს ნაკრებმა შრომით, გარჯით, ნიჭითა და უტეხლობით გვარიანი გზა განვლო და გვიკადრეს. კანადასთან ფრენა-ფრენა ლელოებით მოპოვებულმა ხმაურიანმა გამარჯვებამ ხომ უელსთან ჯახს...

მაკარიძე – მეკარის მზე

მაკარიძე – მეკარის მზე

საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ. სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ არა კონფლიქტს? გავიგეთ, რომ მაკარიძემ ამ ზაფხულს უარი თქვა პორტუგალიის „ბრაგაში“ გადასვლაზე, ფული არ აშოვნინა „მორეირენსეს“ და ამიტომაც სჯიან. ახლა...

solo catenaccio  ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?

solo catenaccio ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?

2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის ვერტიკალურად ადიოდა მოედნის კიდიდან ზედა რიგებისკენ. ბილეთს დავხედე, მერე მაღლა ავიხედე და ვიფიქრე, ჩემს ადგილზე ასვლას მიშა ხერგიანი სჭირდება, მეთქი, მაგრამ...

ჰეი, ქინქი!

ჰეი, ქინქი!

სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105 ძირითადში! ერთხელ გამოვიდა შეცვლაზე. იმას მერე კიდევ რაღა არა მოხდა და სულ სხვა ადგილას, სულ სხვა ქვეყანაში, თათართა გუნდ „რუბინში“ ქინქლაძემ...

პატარა გენიოსი

პატარა გენიოსი

1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა. თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ… უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი… მერე „დინამო“… მერე „ზაარბრუკენი“… მერე „ბოკა“… მერე „სიტი“… მერე კანტონა, ის და ჟინოლა – პრემიერლიგის სამი საუკეთესო სტუმარი…...

მე ვარ სანე!

მე ვარ სანე!

დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო,  ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში. ეგებ ჩვენმა ახალგაზრდა...

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის ორგანიზებითაც  ტარდება თბილისის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის. თავის დროზე პაატა გურასპაული თბილისის „დინამოს“ გამთამაშებელი გახლდათ. ცნობილია, რომ გურაპსაულის კონკურენტები ასევე...

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები

თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება… ფრეა… მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს… შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე და „შტანგები დავუღუნეთ, მაგრამ არ შევიდა“-მდეც არ ვართ შორს. თან იტალიებთან და საფრანგეთებთან კი არა – გუშინ რომ ხურდად ვთვლიდით, იმათთან....

გადასვლა

გადასვლა

ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და  სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე. ვარსკვლავსა და დიდ ფეხბურთელზე მოგახსენებთ, თორემ საშუალო და კარგ ფეხბურთელებში ეს საქმე უფრო იოლადაა. თუმცა, მგონი, ჩვენთან ესეც არანაკლებ...

ფეხბურთის კაცი!

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34 მატჩი, 2 გოლი) 2016 ესქიშეჰირსფორი,...

ბუნტისთავი

ბუნტისთავი

საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს,  „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები მხოლოდ მას უნდა დაერტყა. ამ...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…

ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“) და ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“). ტრავმის...

ალესილი დემბელე

ალესილი დემბელე

ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოების ცერემონიალს და პარიზულ წითელ ხალიჩას კარგად იცნობს, კანის ფესტივალსა და მის წითელ ხალიჩაზე კი რა მოგახსენოთ. მართალია კანის ფესტივალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მთავარი გამბედაობაა: როდესაც „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს „ნეტფლიქსის’’ კამერების წინაშე დადგომა შესთავაზეს, ყოყმანი არ დაუწყია. „დემბუზმა’’ ფილმ Peaky Blinders-ის (ალესილი კეპები) რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი გახლავთ პოპულარული სერიალის  Peaky Blinders-ის გაგრძელება....

პარიზელების დამქანცველი აპრილი

პარიზელების დამქანცველი აპრილი

„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს აპრილში ამოსუნთქვის საშუალება არ ექნებათ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ჩელსისთან’’ 3:0 მოგების შემდეგ მათ უკიდურესად დაძაბული პერიოდი ეწყებათ. თუ მეოთხედფინალში „ლივერპულსაც’’ დაძლევს ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო თვეში თამაშების რაოდენობა შეიძლება რვამდე აუვიდეს. ნახევარფინალის პირველი შეხვედრები ხომ 29 და 29 აპრილს არის დანიშნული. თავი დავანებოთ 21 მარტის თამაშს ნიცაში, რომელსაც სანაკრებო კვირეული მოსდევს. აპრილზე ვთქვათ:...

იულიანის ბიჭები…

იულიანის ბიჭები…

გერმანიის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ბუნდესგუნდი 27 მარტს სტუმრად ბაზელში შვეიცარიას შეხვდება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა: ბუნდესგუნდში დებუტი ექნებათ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს – მეკარე იონას ურბიგს და 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლენარტ კარლს. მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), იონას ურბიგი (ბაიერნი). მცველები:...

შანსი ჯერი კიდევ არის…

შანსი ჯერი კიდევ არის…

საქართველოს ნაკრემა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი, ისრაელთან, 29:32 წააგო. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ანგარიში ლოგიკურია. ეს კი არა, ბოლო ხუთ წამში ჯერ ძელმა გვიხსნა, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ შეაგდო და საპასუხო თამაშის წინ შანსი დაგვიტოვა. თამაში არეულად დაიწყო, თუმცა ანგარიშის ისრაელის ნაკრები აკონტროლებდა. მხოლოდ მე-15 წუთზე მოვახერხეთ წინ გასვლა და ტაიმი 16:15 მოვიგეთ. აქ ჯერ კიდევ არ...

ერთი დებიუტანტი

ერთი დებიუტანტი

საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი,...

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები) ისჯება.       მოედანზე...

ლიგა დალაგდა

ლიგა დალაგდა

მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მკლავი იტკინა და შესვენებისას იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყოთ მასპინძლებს: 25-ე წუთზე ყველგან მოძრავმა...

კალანდაძე შაბათს ელის

კალანდაძე შაბათს ელის

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით გააღო. ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს...

ბასილაშვილი ძირითადშია

ბასილაშვილი ძირითადშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწია. ბასილაშვილმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში დაამარცხა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ჩვენიანმა კიდევ უფრო მარტივად მოიგო ფინალური მატჩი, სადაც იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 მოიგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ექვსი წუთით მეტი დასჭირდა, ვიდრე კიპსონთან. გეტყვით იმასაც, რომ ქალთა...

მართალი ყოფილა მაროკო…

მართალი ყოფილა მაროკო…

ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა. მატჩი სკანდალური გამოდგა: შეხვედრის მიწურულს სენეგალი...

კვარას დაუვიწყარი შეხვედრა

კვარას დაუვიწყარი შეხვედრა

„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი უპირატესობა „ლერჯებისთვის’’ გადაულახავი გამოდგა. პარიზელთა...