დღეს საღამოს ლონდონში „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებენ, მანამდე კი ინტრიგა შენარჩუნებულია. ლაპარაკობენ კილიან მბაპეზე, მოჰყავთ ჰარი კეინის შთამბეჭდავი სტატისტიკა და ლამინ იამალის ტიტულები. ფრანგული პორტალი footmercato წერს, რომ აზრები გაყოფილია: ზოგს ერთი ჰქონია გამარჯვებული, ზოგს მეორე და ზოგსაც მესამე. ასეთი დაბნეული საფეხბურთო სამყარო არასდროს ყოფილა.

ხსენებული სამეულის გარდა საიტი ასახელებს ლეო მესის და ხვიჩა კვარაცხელიასაც, თუმცა ეტყობა, რომ მათ შანსებს უფრო მოკრძალებულად აფასებს. კვარაცხელიას ამბავზე ასეთი ფაქტით შეგიძლიათ იმსჯელოთ: პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის წინა საღამოს ისიც კი არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ორშაბათს „პარკ დე პრენსზე“ მისი გუნდის „ლიონთან“ თამაშს დასწრებოდა თუ ლონდონს გამგზავრებულიყო დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. თავისი ფეხბურთელის გამარჯვებაში დარწმუნებული რომ ყოფილიყო, მის წინაშე ასეთი საკითხი საერთოდ არ წამოიჭრებოდა.
სამაგიეროდ „რეალი“, კლუბი, რომელიც „ფრანს ფუტბოლს“ 2024 წლიდან ბოიკოტს უცხადებს, დაჯილდოების ცერემონიალზე მთელი დელეგაციით მიემგზავრება. ნიშნავს ეს რამეს? კატეგორიულად თქმა შეუძლებელია. ის, რომ მბაპე ლონდონში იქნება ასე პირდაპირ არ ნიშნავს, რომ ჯილდოს მაინცდამაინც მას მისცემენ.
ცერემონიალს აუცილებლად დაესწრება ჰარი კეინი. ინგლისელი „პალადიუმში“ თავის გარემოცვასთან ერთად გამოცხადდება.
„პალადიუმში“ ჩასვლა არც ლამინ იამალმა გააპროტესტა. ის ლონდონში „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და 23 კაციან (!) დელეგაციასთან ერთად იქნება.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების დირექტორმა პასკალ ფერემ „რადიო მონტე კარლოს“ უთხრა: „2024 წლის შემდეგ ფეხბურთელებს წინასწარ აღარ ეუბნებიან გაიმარჯვა თუ არა. შესაბამისად ყველა კანდიდატი ერთ ნავში ზის. ლონდონში წინასწარ ვერც ერთი მათგანი ვერ აღმართავს ხელებს გამარჯვების აღსანიშნავად, რადგან შედეგები არ ეცოდინება“ .
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 08:16ფრანჩესკო ტოტის გულწრფელი ინტერვიუ
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 07:08მოურინიუ: ბევრი ფული თუ გინდა კიდეც უნდა დაშავდე
აქეთურ-იქითური23/11/2026 | 09:35ბარკოლა უკმაყოფილოა
სიახლეები23/11/2026 | 08:17ჟორჟი არ ჩანდა
