წელი: 2025

Home 2025
მამარდას ჩვეულებრივი თამაში
ჩანაწერი

მამარდას ჩვეულებრივი თამაში

პირველად 2019 წლის შემდეგ „ვალენსიას’’ ზედიზედ 9 შეხვედრაში მარცხი არ უგემია ― „ღამურებმა’’ „ლას პალმასს’’ სტუმრად 3:2 მოუგეს. კანარის კუნძულელთა მდგომარეობა ამ წაგებამ გააუარესა. 34 თამაშის შემდეგ ისინი გასავარდნ სამეულში არიან. „ვალენსია’’ რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც ლა ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იდგა, ახლა მე-12 პოზიციას იკავებს. ვალენსიელთა თავკაცი კარლოს კორბერანი: „მე არითმეტიკა არ მაინტერესებს....

ლუის ენრიკე კმაყოფილია
ჩანაწერი

ლუის ენრიკე კმაყოფილია

„პარი სენ ჟერმენმა’’ სტრასბურში 1:2 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები მაინც შეაქო. აქვთ გულშემატკივრებს ამ (ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე) წაგების შემდეგ ნერვიულობის საბაბი? მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომეწონა როგორ ითამაშა. დღეს მეტად სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის...

ბომბი ზურიკოსგან… [VIDEO]
ჩანაწერი

ბომბი ზურიკოსგან… [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ უმასპინძლა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, როდესაც ზურიკომ ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, 1:3 დამარცხდა.

საქართველო აღზევდა
ჩანაწერი

საქართველო აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ბოლო მატჩში ტაილანდი 15:1 გაანადგურა და ამავე დივიზიონის A ჯგუფის საგზური მოიპოვა. გოლები დანილ დავიდოვმა (4), არტიომ კოზიულინმა (3), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშანინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა და ბორის კოჩკინმა გაიტანეს. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში ხუთივე თამაში მოიგეს და ტურნირი პირველ ადგილზე...

დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
ჩანაწერი

დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში

„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან. ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა. „ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება....

ბარკოლას და დუეს კონკურენცია
ჩანაწერი

ბარკოლას და დუეს კონკურენცია

საფრანგეთში შეუმჩნევლად არ ჩაუვლია იმ ამბავს, რომ ბრედლი ბარკოლას ბოლოხანს „პარი სენ ჟერმენის’’ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად უწევს თამაში. არადა, წინა სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 52 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო 11 მატჩში ფრანგმა გარემარბმა გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, მის მიერ შესრულებული საგოლე პასების რაოდენობა კი მხოლოდ 4-ს უდრის. და რაც...

პარიზს პარიზი დაემატა
ჩანაწერი

პარიზს პარიზი დაემატა

ერიკ კანტონას უთქვამს, საფრანგეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, რადგანს უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი ერთ ქალაქსაც კი არ ჰყავსო. ვერ გეტყვით რამდენად სწორი თუ დემაგოგიურია ეს განცხადება, მაგრამ მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში პარიზს სწორედაც ორი წარმომადგენელი ეყოლება: „პარი სენ ჟერმენი’’ და „პარიზი’’. არადა, „პარიზმა’’ მარტიგში ვერ მოიგო (1:1), მაგრამ ვინაიდან თავის მხრივ „მეცმა’’ „როდესი’’ ვერ დაამარცხა...

ვინ იყო მორიენტესის ახალგაზრდობის დროინდელი იამალი?
ჩანაწერი

ვინ იყო მორიენტესის ახალგაზრდობის დროინდელი იამალი?

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ 3:3 ითამაშეს. ამ დღეს განსაკუთრებით გაიბრწყინა კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა, რომლის ნიჭი მთელი მსოფლიოს პრესაში გარჩევის საგნად იქცა. იამალის შეახებ თავისი აზრი გამოთქვა „რეალის’’ ლეგენდამ ფერნანდო მორიენტესმაც, რომელიც ხუანმა კასტანიოს გადაცემა El Partidazo-ში იყო მიწვეული. მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი ეპოქის იამალი ანუ ვინ გამოირჩეოდა...

ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში
ჩანაწერი

ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში

ოთხშაბათს, ნაშუადღევს პარიზის პირველ ოლქში მდებარე ბისტრო A la claire fontaine-ს ტერასაზე ოთხი კაცი საუბრობდა და იცინოდა. ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ ერთმენეთს ლუდით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ და ველოსიპედით გასეირნების შემდეგ ისვენებდნენ. მათ ველოსეირნობას შორტები და მაგიდაზე დაწყობილი ჩაფხუტები ადასტურებდა. ერთს ფრანგული ველოგუნდის Groupama FDJ-ს მაისურა ეცვა. ის ამ გუნდის მწვრთნელის მარკ მადიოს კარგი ნაცნობია. ფრანგულად...

დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა
ჩანაწერი

დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა. დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია....