მამარდას ჩვეულებრივი თამაში

Home კატეგორიის გარეშე მამარდას ჩვეულებრივი თამაში
მამარდას ჩვეულებრივი თამაში

პირველად 2019 წლის შემდეგ „ვალენსიას’’ ზედიზედ 9 შეხვედრაში მარცხი არ უგემია ― „ღამურებმა’’ „ლას პალმასს’’ სტუმრად 3:2 მოუგეს. კანარის კუნძულელთა მდგომარეობა ამ წაგებამ გააუარესა. 34 თამაშის შემდეგ ისინი გასავარდნ სამეულში არიან. „ვალენსია’’ რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც ლა ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იდგა, ახლა მე-12 პოზიციას იკავებს.

ვალენსიელთა თავკაცი კარლოს კორბერანი: „მე არითმეტიკა არ მაინტერესებს. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ყოველი შეხვედრა საუკეთესოდ ჩაატაროს. წინ თამაშებია და მე არ ვიცი რამდენი ქულა გვჭირდება. ერთი ფაქტია, რომ დღევანდელი გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადავდგით’’.

AS-მა გამარჯვებული გუნდის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასა: „მას ბევრი საქმე არ ჰქონია და რაც ჰქონდა იმას თავი გაართვა. გაშვებულ ორ გოლს ვერაფერს უზამდა (პირველი პენალტი იყო), მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს მისი საუკეთესო თამაში იყო’’.

Flashscore-მა მამარდაშვილს 6.1 ქულა დაუწერა, sofascore-მა 6.5, ხოლო whoscored-მა 6.2.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.