პირველად 2019 წლის შემდეგ „ვალენსიას’’ ზედიზედ 9 შეხვედრაში მარცხი არ უგემია ― „ღამურებმა’’ „ლას პალმასს’’ სტუმრად 3:2 მოუგეს. კანარის კუნძულელთა მდგომარეობა ამ წაგებამ გააუარესა. 34 თამაშის შემდეგ ისინი გასავარდნ სამეულში არიან. „ვალენსია’’ რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც ლა ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იდგა, ახლა მე-12 პოზიციას იკავებს. ვალენსიელთა თავკაცი კარლოს კორბერანი: „მე არითმეტიკა არ მაინტერესებს....
ჭდე: ლას პალმასი
ვალენსია ფსკერზეა
„ვალენსიამ’’ შინ 2:3 წააგო „ლას პალმასთან’’. 10 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა აქვს. „ლას პალმასი’’ ბოლოს წინა ადგილზეა, ხოლო „ვალენსია’’ ბოლოზე. მასპინძელთა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სამი დარტყმა მოიგერია, აქედან ორი ისეთი, მის ოსტატობას რომ შეეფერება, გაშვებული გოლებიდან კი ერთადერთი, რომელშიც შეიძლება გიორგის ნაწილობრივ ბრალზე ვილაპარაკოთ მეორე იყო, როდესაც მან მართალია საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული...
ორშაბათს: მამარდაშვილი და მისი პირველი სარკე
სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც ქართველს „მესტალიაზე’’ დახვდა, რომელიც გიორგიმ შემადგენლობიდან ამოაგდო და რომელზეც ამბობს: „ის მე ძალიან დამეხმარა’’. ჯასპერი „ვალენსიაში’’...
ვალენსიას და მამარდას უიღბლო ხუთი წუთი კანარის კუნძულებზე
კანარის კუნძულებზე, ლას პალმასში, „ვალენსიას” უიღბლო თამაში ჰქონდა — კონკურენტთან, მასავით ევროთასებზე გასვლის მაძიებელთან 0:2 წააგო და თან ორივე გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც ყველას ეგონა, რომ შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა: 89-ე და 90+5-ე წუთებზე. არც ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაუღიმა ბედმა. მთელი მატჩის განმავლობაში მის კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა, ბოლოს კი ყველაფერი ყირაზე დადგა....
მამარდას ვალენსიამ მეორეც მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა...




