„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან’’ წააგო და მერვედფინალიდან გამოვარდა. „ჩვენ შესანიშნავ ადგილას, შესანიშნავ მოგზაურობაში ვიყავით. საუცხოო ენერგეტიკა ვიგრძენით, მაგრამ ახლა დასვენების დროა. შინ ვბრუნდებით. გონება მომდევნო სეზონისთვის უნდა გადავტვირთოთ’’, ― უთხრა BBC-ს მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ. BBC კი კითხვას სვამს: ღირდა ისედაც ხანგრძლივი სეზონის კიდევ უფრო გახანგრძლივება? რა სიკეთე მოუტანა ამ შეჯიბრებამ...
წელი: 2025
ჟირუ ლილში ჟირუდ ითამაშებს
საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაბრუნდა: პოლ პოგბას „მონაკოში’’ გადასვლიდან რამდენიმე დღეში „ლილმა’’ ოლივიე ჟირუ დაიმატა. ბოლოს ჟირუ აშშ-ში, „ლოს ანჯელესში’’ თამაშობდა, სადაც 38 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 38 წლის თავდამსხმელი სამშობლოდან 2012 წელს წავიდა. 13 წლის წინ იგი „მონპელიეს’’ ფეხბურთელი იყო. „ლილმა’’ და ჟირუმ ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე გააფორმეს. ფორვარდი ახალმა...
ბასილაშვილმა უიმბლდონი მოგებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონის“ პირველი წრე წარმატებით გადალახა. ჩვენი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-7 ნომერი იტალიელი ლორენცო მუსეტი იყო. ბასილაშვილმა პირველ და ბოლო, მეოთხე სეტში ბრწყინვალედ ითამაშა. მან მეტოქე უშანსოდ სძლია 6:2 და 6:1. მეორე სეტი ჩვენებურმა 4:6 დათმო. თუმცა, მესამეში იტალიელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 7:5 მოუგო. მეორე წრეში მეტოქე ისევ იტალიელი იქნება. ამჯერად, ბასილაშვილს...
ფრანგული სეზონი ქართულ ჭრილში
გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33. სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა...
სიმონე ინძაგიმ პეპ გვარდიოლა გააგდო
„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა. ორლანდოში სიმონე ინძაგის „ალ ჰილალმა’’ თამაში შემოუტრიალა – 4:3 მოუგო. პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელებს’’ ამ შეჯიბრებაში მოგებათა 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ ეს ტრიუმფალური სვლა დასრულდა. ანგარიში მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა, მაგრამ მარკოს ლეონარდომ და მალკოლმმა შესვენების შემდეგ, 46-ე და 52-ე წუთებზე საუდის არაბეთის გუნდი დააწინაურეს....
პსჟ-მ ამერიკაში 52 მილიონი უკვე იშოვა
მართალია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის სპორტულ დონეზე ბევრს კამათობენ, მაგრამ მის ეკონომიკურ მხარეზე აუგს ვერავინ ამბობს. განსაკუთრებულ მოგებაში ევროპული კლუბები არიან. ისინი ფიფასგან ყველაზე მეტ ფულს მიიღებენ. „პარი სენ ჟერმენის’’ მაგალითზე ვილაპარაკოთ. მას შეჯიბრებაში მხოლოდ მონაწილეობის გამო 30 მილიონი ევრო ერგო, იქ, ამერიკის სტადიონებზე კი პარიზული მკლუბი კიდევ უფრო გამდიდრდა ― მეოთხედფინალში „ბაიერნთან’’ შეხვედრის წინ მას...
ლიონს მამალი ქალი უპრეზიდენტებს
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონს’’ ქალი პრეზიდენტი ჰყავს ― ამერიკელმა მიშელ კანგმა თანამემამულე ჯონ ტექსტორი შეცვალა. კანგი რონისპირელთა კლუბის პირველი ქალი პრეზიდენტია. ტექსტორის ხელმძღვანელობამ მეექვსე ადგილზე გასული ფრანგული კლუბი ფინანსური დარღვევების გამო ლიგა 2-ში გაგდებამდე მიიყვანა. კანგი 66 წლისაა. ის ტექსტორის Eagle Football Group-ში გენერალურ დირექტორად მუშაობს. „ლიონი’’ მისთვის უცხო არ არის. ორი წლის წინ კანგს კლუბის...
კაშია და სლოვანი კიდევ ერთი წლით გაგრძელდა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბრატისლავის სლოვანთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ინფორიმაცის კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. „ჩვენი კლუბისთვის გურამ კაშია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუნდში მოსვლის დღიდან მან არაერთხელ დაამტკიცა თავის მაღალი კლასი და გამოავლინა ლიდერის თვისებები. საპასუხისმგებლო მომენტებში გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია. კაშიას ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში გამორჩეული წვლილი მიუძღვის. მოხარული ვარ, რომ მასთან...
ხვიჩა თანაგუნდელებით უკმაყოფილო იყო
„პარი სენ ჟერმენს’’ „ინტერ მაიამისთან’’ პირველი ტაიმი ეყო ― როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ტაბლოზე უკვე 4:0 ეწერა. მეორე ნახევარში აღარაფერი მომხდარა. მეოთხედფინალში საფრანგეთის ჩემპიონი „ბაიერნს’’ შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა გუნდში ლეო მესი და რამდენიმე სხვა მქუხარე სახელი თამაშობდა, პარიზელებს სიმძლავრეების ბოლომდე ჩართვა არ დასჭირვებიათ. გილები გაიტანეს ჟოაო ნევეშმა (6;39), ტომას ავილესმა (44 თავის კარში)...
პსჟ-მ და ბაიერნმა ბოლოს შვიდი თვის წინ ითამაშეს
„პარიზიენი’’ წერს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგის შეფერილობას იღებს. მერვედფინალური მატჩების ნახევარი უკვე ჩატარებულია და სხვა კონტიტნეტის კლუბებისგან მეოთხედფინალში მხოლოდ „პალმეირასი’’ გავიდა. მას მეტოქედ ბრაზილიური კლუბი „ბოტაფოგო’’ ჰყავდა ანუ ამ წყვილიდან ცხადი იყო, რომ სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი გავიდოდა. „ჩელსიმ’’ „ბენფიკა’’ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა, ხოლო „პარი სენ ჟერმენმა’’ დაძაბვის გარეშე 4:0 მოუგო „ინტერ...









