წელი: 2025

Home 2025
სტარტზევე – 2 ბონუს ქულა
ჩანაწერი

სტარტზევე – 2 ბონუს ქულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო – ირლანდიელ თანატოლებთან 28:35 წააგო, მაგრამ რაკი 4 ლელო გაიტანა და ამასთან, 7-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 2 ბონუს-ქულა მიიღო. 4 გატანილი ლელო ხომ კარგია, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი იმედისმომცემი შეტევა ჩააფლავეს ლადო კილასონიას ნამდვილად ნიჭიერმა აღსაზრდელებმა მცირე უზუსტობების, კონცენტრაციის წამის მეათედით დაკარგვისა და სხვა...

თოფურია: მე ახალი თაობის მებრძოლი ვარ!
ჩანაწერი

თოფურია: მე ახალი თაობის მებრძოლი ვარ!

ოლივეირას პირველივე რაუნდში დანოკაუტებიდან ორიოდ წუთში ილია თოფურიამ პირველი კომენტარი გააკეთა: მე ვამბობდი! მე ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ! ეს თამაშის ახალი დონეა! ზუსტად ის გავაკეთე, რასაც ვგეგმავდი! დიდი წარმატება? არ ვიცი. აქ რამდენიმე ლუზერი გვყავს. ერთი ქერაა და არ მომწონს, მეორეს ბრძოლის დროს ზურგი ტკივდება. ვინც გინდათ გამომიყვანეთ. მე ვიბრძოლებ! ახლა ზეიმი მაცადეთ!    ...

ნოკაუტი! – ილია თოფურიას მორიგი სიგიჟე
ჩანაწერი

ნოკაუტი! – ილია თოფურიას მორიგი სიგიჟე

ილია თოფურიამ ჩარლს ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! ახლა ის არის პირველი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი! ის კარიერაში დაუმარცხებელია!!!            

ბათუმს ბრატისლავაც დაემატა
ჩანაწერი

ბათუმს ბრატისლავაც დაემატა

ისევე როგორც ორი წლის წინ ბათუმში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ბრატისლვავაშიც ინგლისის ნაკრები გახდა. ამჯერად ინგლისელებმა გერმანიას მოუგეს 3:2. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. ინგლისელებმა მესამე გოლი დამატებით დროში გაიტანეს. გამარჯვების მომტანი დარტყმა თავურით შეცვლაზე ორი წუთის შესულმა ჯონათან როუიმ შეასრულა. შეხვედრის პირველი გოლიც ინგლისმა შეაგდო ― მეხუთე წუთზე ჰარვი ელიოტმა ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა....

უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიით იწყებენ
ჩანაწერი

უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიით იწყებენ

29 ივნისს იტალიაში სტარტს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი აიღებს, რომელშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ასაკობრივი ჩემპიონატის სტრუქტურა დივიზიონებადაა დაყოფილი და სასიამოვნოა, რომ საქართველოს 20-წლამდელები ამ ყოველწლიური ფორუმის ელიტური 12-ეულის უცვლელი წევრები 2016 წლიდან მოყოლებული არიან, თუ არ ჩავთვლით 2020-2022 წლების ტურნირების გაუქმებას კოვიდ-პანდემიის გამო. ჩვენი 20-წლამდელების ყველაზე წარმატებული გამოსვლა 2023...

რამუში პარიზში დარჩება
ჩანაწერი

რამუში პარიზში დარჩება

2023 წელს „ბენფიკადან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ 23 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა რთული პერიოდი გადაიტანა: თავიდან კარგა ხანს იავადმყოფა, შემდეგ კი, 2024-25 წლების სეზონის პირველ ნახევარში ტრავმას მკურნალობდა. მართალია მას მერე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ პორტუგალიელმა საუკეთესო ფორმაში შესვლა მაინც ვერ მოახერხა და აგორდა კიდეც ჭორები, რომ პარიზელები მას გაყიდვას უპირებდნენ. Foot Mercato-ს ჟურნალისტი...

ლიონი ევროპის ლიგაში ითამაშებს
ჩანაწერი

ლიონი ევროპის ლიგაში ითამაშებს

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონში’’ მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ კლუბის ამერიკელი მეპატრონე ჯონ ტექსტორი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს. ამასობაში ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ეს კაცი რონისპირელთა სათავეში შეიძლება დიდხანს აღარც იდგეს. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გასული „ლიონი’’ ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ლიონი” იმედოვნებს, რომ აპელაციის განხილვამდე მეტი...

ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო. თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6)...

ლივერპულის ყოფილი მეკარე ამბობს, რომ ალისონს შემადგენლობიდან ვერავინ ამოაგდებს
ჩანაწერი

ლივერპულის ყოფილი მეკარე ამბობს, რომ ალისონს შემადგენლობიდან ვერავინ ამოაგდებს

ამ ზაფხულს „ლივერპულის’’ მეკარეთა რიგებში დიდი ცვლილებებიაო, წერს ინგლისური კლუბის საიტი. არნე სლოტისა და გულშემატკივრებისთვის სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი ალისონი გუნდს არ ტოვებს. „ენფილდზე’’ გამოჩნდება ახალი სახე ― ქართველი გიორგი მამარდაშვილი. კაომინ კელეჰერი „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც ოცნებას აიხდენს ― პირველი მეკარე იქნება და რეგულარულად ითამაშებს. ვიჩესლავ იაროში იჯარის წესით „აიაქსს’’...

ლიონს პარი სენ ჟერმენიც ეხმარება
ჩანაწერი

ლიონს პარი სენ ჟერმენიც ეხმარება

ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითებულ „ლიონს’’, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა’’ გაუწიოს დახმარება. საფრანგეთის ჩემპიონმა გადაწყვიტა რონისპირელებს ბრედლი ბარკოლას სანაცვლოდ გადასახდელი თანხა ერთბაშად ჩაურიცხოს. დავაზუსტოთ: 22 წლის ბარკოლა ლიონელია. ის „პარი სენ ჟერმენს’’ 2023 წელს შეუერთდა. პსჟ-მ მასში დაახლოებით 45 მილიონი ევრო (+5 მილიონი) უნდა გადაიხადოს....