„ლიონის’’ მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა სამშაბათს საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულ დირექტორატს თავისი არგუმენტები სწორად ვერ წარუდგინა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა ხელჩასაჭიდი: თანხები, რომლებიც არ ჩარიცხულა; ანგარიში, რომლის თავი და ბოლო ერთმანეთს არ ემთხვეოდა; ფული, რომელიც „ლიონის’’ კი არა, კომპანია „იგლზის’’ ანგარიშზე დევს… უსმინა საფინანსო ზედამხედველმა ამ არგუმენტებს და რონისპირელები ლიგა 2-ში დააქვეითა. მისი გადაწყვეტილება მკაფიოდ...
წელი: 2025
მაიამიში ლეოს გაბრაზების ეიმედებათ
კვირას კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „ინტერ მაიამის’’ ხვდება ანუ პარიზელთა წინააღმდეგ მათი ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი ითამაშებს. ამბობენ, თუკი მესი პსჟ-ზე გაბრაზებულია, ეს ამერიკულ გუნდს წაადგებაო. თავად ფლორიდელთა თავკაცმა, წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა ხავიერ მასჩერანომ ილაპარაკა ESPN-თან ამის შესახებ. მასჩერანო: „რად უნდა თქმა, რომ თუ მესი ბრაზით ითამაშებს ჩვენთვის უკეთესი იქნება. ის...
რა წარმატებას აღწევენ 21-წლამდელი ევროპის ჩემპიონები მომდებნო წლებში?
შაბათს, 28 ივლისს გაიმართება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ინგლისი – გერმანია. ნახევარფინალში ინგლისელებმა ლივერპულელი ჰარვი ელიოტის ორი გოლისა და ზოგადად შესანიშნავი თამაშის წყალობით 2:1 მოუგეს ჰოლანდიას, გერმანელებმა კი 3:0 აჯობეს ფრანგ თანატოლებს. ამრიგად, ლი კერსლის ნაკრებს, რომელმაც 2023 წელს საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ზედიზედ მეორედ აქვს ტიტულის მოპოვების შანსი. ორი წლის წინ ინგლისელებმა ბათუმის...
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შოთა…
შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა – ქართველმა სპეციალისტმა თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ქასიმფაშასთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. „კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში, შოთა“, – ასე გამოეხმაურა თურქული კლუბის ვებგვერდი არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას. შოთა არველაძე 2012-2015 წლებში „ქასიმფაშას“ მწვრთნელად ერთხელ უკვე მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თურქეთის სუპერლიგაში ორჯერ მეექვსე ადგილი დაიკავა. „2012-15 წლებში წარმატებული მუშაობის შემდეგ, მოხარული...
ტორპედო კაპიტანმა დატოვა…
ქუთაისის „ტორპედო“ გუნდის კაპიტანმა მერაბ გიგაურმა დატოვა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ფეხბურთელის თხოვნით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კლუბმა გაითვალისწინა გიგაურის წვლილი გუნდის წარმატებაში და მას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში ხელი არ შეუშალა. ცოტა ხნით ადრე „ტორპედოდან“ ცოტნე ფაცაციაც წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ვლადიმერ მამაუჩაშვილი, რომელიც ბოლოს ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის...
მერვედფინალში: იბერია-ტორპედო…
გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 და 1/8-ფინალური ეტაპების წილისყრა. პირველი და მეორე ეტაპების შემდეგ თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის შვიდი და ეროვნული ლიგა 2-ის ცხრა კლუბი დაემატა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 1/16 ფინალი: 19 ივლისი „მეშახტე“ – „გაგარა“ „სამტრედია“ – „დინამო თბილისი“ „სამცხე“ – „ოდიში“ „იუჯი 35“ – „მარანი“ (მარტვილი) „ალგეთი“ –...
მიქაუტაძე რომას მოსწონს
საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა „ლიონი’’ ოფიციალურად ლიგა 2-ში დააქვეითა. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ლიგა 1-ში დატოვებენ არ აქვს. კლუბის მეორე ლიგაში გაგდება ბევრ რამეს ცვლის „ლიონის’’ ფეხბურთელებისთვის. ბევრ მათგანს, მაგალითად ქართველ ჟორჟ მიქაუტაძეს სავარაუდოდ დაბალ საფეხურზე თამაში არ ენდომება და ახალ კლუბს მოძებნის. შესაძლებლობები იხსნება იმ კლუბებისთვისაც, რომელთაც „ლიონის’’ ესა...
რა მოხდება ინტერ მაიამის შემდეგ?
კვირას „პარი სენ ჟერმენი’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ამერიკულ „ინტერ მაიამის’’ ხვდება, რომელშიც ლეო მესი თამაშობს. კლუბის მეპატრონე გახლავთ დევიდ ბექემი. მესიცა და ბექემიც ადრე პსჟ-ში თამაშობდნენ. „ინტერ მაიამიმ’’ A ჯგუფში „პალმეირასის’’ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პარიზელები B ჯგუფში პირველზე გავიდნენ. თუ მერვედფინალში პსჟ გაიმარჯვებს, მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება C ჯგუფში პირველ ადგილზე გასული...
ლიონი გააგდეს! ლიონი გაასაჩივრებს
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსეადგილოსანი „ლიონი’’, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს, კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა ოფიციალურად დააქვეითა ლიგა 2-ში. რონისპირელთა კლუბი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გააფრთხილეს, რომ საფრთხე ელოდა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, ფინანსური გარანტიები ვერ წარადგინა და დაისაჯა. „ლიონი’’ ზემოხსენებული დირექტორატის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბი მას...
ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა
„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა. ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო. მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე...









