კვირას კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „ინტერ მაიამის’’ ხვდება ანუ პარიზელთა წინააღმდეგ მათი ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი ითამაშებს. ამბობენ, თუკი მესი პსჟ-ზე გაბრაზებულია, ეს ამერიკულ გუნდს წაადგებაო. თავად ფლორიდელთა თავკაცმა, წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა ხავიერ მასჩერანომ ილაპარაკა ESPN-თან ამის შესახებ.
მასჩერანო: „რად უნდა თქმა, რომ თუ მესი ბრაზით ითამაშებს ჩვენთვის უკეთესი იქნება. ის გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც თუკი გუნებაში რაღაც აქვს, მის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, მგონია, რომ ლეოს ემოცია „პარი სენ ჟერმენთან’’ დაკავშირებით უკვე წარსულს ჩაბარდა ახლა უკვე სხვა დროა’’.
მესიმ „პარი სენ ჟერმენში’’ 2021-დან 2023 წლამდე ორი სრული სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ჩემპიონთა ლიგას ორჯერ მერვედფინალში გამოეთიშა, არადა კლუბის მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იყო და მესიც ამიტომ ჰყავდათ ნაყიდი.
არგენტინელმა პსჟ დატოვა და „ინტერ მაიამიში’’ გადავიდა, საიდანაც პერიოდულად საფრანგეთის ჩემპიონს ცუდად იგონებს.
„პარიზში თავიდან სასტუმროში ვცხოვრობდი, რაც სასიამოვნო არ იყო. იქ გავატარე ორი წელიწადი, რომელთა განმავლობაშიც ბედნიერი არ ვიყავი. იქ ცხოვრება და თამაში არ მსიამოვნებდა, რაც ჩემს ოჯახსაც დაეტყო’’, ― თქვა „ოქროს ბურთის’’ შვიდგზის გამარჯვებულმა და ფიფას ვერსიით მსოფლიოს რვაგზის საუკეთესო ფეხბურთელმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
