2023 წელს „ბენფიკადან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ 23 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა რთული პერიოდი გადაიტანა: თავიდან კარგა ხანს იავადმყოფა, შემდეგ კი, 2024-25 წლების სეზონის პირველ ნახევარში ტრავმას მკურნალობდა. მართალია მას მერე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ პორტუგალიელმა საუკეთესო ფორმაში შესვლა მაინც ვერ მოახერხა და აგორდა კიდეც ჭორები, რომ პარიზელები მას გაყიდვას უპირებდნენ. Foot Mercato-ს ჟურნალისტი ჟოზე კასე კი წერს, რომ რამუში დიდი ალბათობით „პარი სენ ჟერმენში’’ დარჩება.
მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს როტაცია უყვარს. რამუშის პრობლემებს მწვრთნელის ეს მიდგომაც დაემატა, რის შედეგადაც თავდამსხმელს უფრო ხშირად თადარიგში ვხედავდით ვიდრე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მას გული არ აცრუებია. რამუში ყოველთვის უარყოფდა ჭორებს, რომელთა შორის მეტი წილი მის სერია A-ში გადასვლას ეხებოდა. მკაფიო პოზიცია აქვს გუნდის ხელმძღვანელობასაც: თუ რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება არ გამოჩნდა, ისე პორტუგალიელის გაყიდვა არ განიხილება! განსაკუთრებული შეთავაზება კი მოსალოდნელი არ არის, რადგან პსჟ-ს მის სანაცვლოდ „ბენფიკასთვის’’ გვარიანი თანხა, 65 მილიონ ევროს პლუს ბონუსის სახით 15 მილიონი აქვს გადახდილ-გადასახდელი. რამუშის კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში.
ზემოთ ვახსენეთ, რომ პორტუგალიელ ფორვარს ძირითად შემადგენლობაში დრო შეზღუდული აქვს, მაგრამ მან მაინც შეძლო გასულ სეზონში 18 გოლის გატანა. „პარი სენ ჟერმენი’’ რამუშს თავდასხმის მნიშვნელოვან გამაძლიერებლად მიიჩნევს და ის სავარაუდოდ, „პარკ დე პრენსზე’’ მესამე სეზონსაც ჩაატარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
